საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა $17.5 მილიარდი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5%-ია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 57.0 და 9.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

31 მარტის მდგომარეობით, კონკრეტულად სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 47.3%-ია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 297.7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 824.5 მლნ აშშ დოლარი და 892.2 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათშორისო ვალმა – 2.6 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.9% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.