საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დამატებითი ფრენები დაინიშნა – ივანიშვილის ხელისუფლებამ ემიგრანტების უფასოდ ჩამოყვანაზე უარი განაცხადა და ბილეთში ასობით ევროს ახდევინებს? – ვინ მდიდრდება ემიგრანტების ხარჯზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისების ნუსხა განსაზღვრა.

საგარეო უწყების ცნობით, შესრულდება დამატებით შემდეგი რეისები:

16 აპრილი – პარიზი-თბილისი;

18 აპრილი – თელავივი-თბილისი;

21 აპრილი – რომი-თბილისი.

რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.

აქამდე, განსაზღვრული, შესასრულებებლი რეისების განრიგი კი ასეთია:

7 აპრილი – ათენი -თბილისი;

10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი;

12 აპრილი – ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.