საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ციხეში კიდევ 3 წელს დაჰყოფს – New York Times-ი უგულავას დაკავებაზე

თბილისის ყოფილი მერისა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times-ი ეხმიანება.

“საქართველოს ოპოზიციის ლიდერს გიგი უგულავას ორშაბათს 38-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, საზოგადოებრივი სახსრების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ოპოზიცია ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმების წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ ზაფხულს, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილი პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. რამდენიმე მათგანი უკვე დაპატიმრებულია.

უგულავა პირველად იგივე დანაშაულისთვის 2015 წლის სექტემბერში დააკავეს  და სასჯელის შემცირების შედეგად 2017 წლის იანვარში გათავისუფლდა”, – ნათქვამია New York Times-ის სტატიაში.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

ghn.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.