საქართველოს რუკის ფორმის აბრები ანწუხელიძის ქუჩაზე

ბათუმში, საქართველოს რუკის მოხაზულობის ქუჩის აღმნიშვნელი აბრები გამოჩნდა. დღეს, 18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს, ეს აბრები ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე დაამონტაჟეს.

გიორგი ანწუხელიძის სახელი ამ ქუჩას 2018 წლის 15 თებერვალს მიენიჭა. ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ბოლოდან აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, 9 აგვისტოს წამებით მოკლეს. ის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე 24 წლის ასაკში დაიღუპა.

https://gmas.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.