საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას ბანგლადეშის ორი მოქალაქე გაიყინა

ისტორია, რომელიც საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებს გადახდათ თავს და რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. ბანგლადეშის 6 მოქალაქე თურქეთთან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ და აქედან 2 ადამიანი მთებში გაიყინა და დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც მთებში გაყინვას გადარჩენილი ბანგლადეშის მოქალაქე “იმედდთან” საუბარში აცხადებს, საბუთების ვადის გაუვიდა, რის შემდეგაც ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის მახეში გაებნენ. მისი ინფომრაციით, საზღვრის კვეთა იგეგმებოდა ჯგუფურად, თუმცა ჯგუფის ორი წევრი, მძიმე კლიმატური პირობების გამო, გზაში, გაყინვის შედეგად გარდაიცვალა, სამი მათგანი კი მისთვის გაურკვეველი მიმართულებით გაემართა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.