საქართველოს ფოსტიდან 40 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, შემდეგ კი უკან აღარ მიიღეს

დროებაში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფოსტიდან 40 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, შემდეგ კი უკან აღარ მიიღეს. რეორგანიზაციის მიზეზით კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სამსახურიდან პენიტენციურმა სამსახურმა გაუშვა.

„აპრილში ხელფასი რატომ არ ავიღე? ადამიანი 14 დღე ვიმყოფებოდი იზოლაციაში. თუ ჩვეულებრივი ბიულეტენი სიცხის გამო ითვლება საპატიოდ, არა მგონია, ასეთ შექმნილ ვითარებაში იზოლაციაში ყოფნის დოკუმენტი ფორმა 100-ის სახით, არ ჰქონდეს ის ძალა, რომ საპატიოდ ჩამთვლოდეს სამსხურისთვის და შესაბამისად, დავეტოვებინეთ ანაზღაურების გარეშე. შემომთავაზეს ალტენატივები, რასაც ეს ფურცელი ითვალისწინებდა – დაცვის თანამშრომელი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი, კურიერი და მე რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავთანხმდი. ვინაიდან, ანაზღაურება დაბალი იყო. სულ სხვა ხელფასი მქონდა. როგორც ვიცი, ფოსტის არც ერთი სამსახურის ცვლის უფროსს არ შეხებია ეს ფურცელი. ხელმძღვანელობასთნ რომ ვეცადე გამერკვია რა მოხდა, მითხრეს, რომ იზოლაციაში ვიყიავი“, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ცოლი და ორი თვის შვილი ჰყავს, მაგრამ უსამსახუროდ დარჩა და ამავდროულად, მთავრობისგანაც ვერ იღებს კომპენსაციას საქართველოს „ფოსტის“ ყოფილი თანამშრომელი.

„დამაკვალიანეს ჩემმა უფროსებმა, რომ მექნებოდა იგივე ხელფასი. მაგიტომ მოვაწერე პირველ საბუთზე ხელი. რეალურად რომ ვნახე რა ხდებობდა აღარ მოვუწერე ხელი. ორი თვის ბავშვი მყავს და კვება უნდა. თვენახევარი ხელფასი არ ამიღია. მთავრობამ რომ შეიმუშავა 200 ლარი უნდა დაირიცხოს ვინც შემცირებაშია, მანდ რომ ვწერ ჩემს სახელს, მიჩვენებს, რომ ვმუშაობ ფოსტაში ანუ გამოდის რომ ჰაერში ვარ“, – აცხადებს დაზარალებული.

გათავისუფლების მიზეზის ახსნას ითხოვს ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩა.

„არ ვიცი რა არის ჩემი გათავისუფლების. მინდა ვიცოდე რატომ გამათავისუფლებს. თუ ასაკს ფიქრობენ, ჩემზე ასაკოვნები დარჩეს, საქმეს ძალიან კარგად ვასრულებდი“, – აღნიშნა მან „ფორმულასთან“ საუბარში. 

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.