კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარისამართალისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა წესში ცვლილებები დაამტკიცა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც
სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში.

ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური
ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.

გარდა ამისა, ბრძანებაში შესული ცვლილებით, განისაზღვრა აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესები.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. შესაბამისად, ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი,
რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად.

აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“, – აცხადებენ სამინისტროში.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 1:20 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...