საქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა – Freedom House-ის უმწვავწსი ანგარიში

საქართველოს 2020 წლის თავისუფლების ინდექსთან დაკავშირებით Freedom House-დეტალურ შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში 2019 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებია ასახული, სადაც ყურადღება 20 ივნისის მოვლენებზეა გამახვილებული, ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალას გადაამეტა.

დოკუმენტში ნახსენებია, მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება და მის ადგილზე გიორგი გახარიას დანიშვნა, პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მედიაგარემოში მიმდინარე ცვლილებები.

საქართველოს თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა. სახელმწიფო “ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების” კატეგორიაშია და 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.