საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე – იენს სტოლტენბერგი

გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში მიმდინარე ნატოს კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეთანხმება, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ძალაში რჩება. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ “საქართველოში ახლა იმაზე მეტია ნატოს წარმომადგენლობა, ვიდრე ოდესმე”.

“ჩვენ არ ვსაზღვრავთ [გაწევრიანების] ზუსტ დროს, არამედ, ფოკუსირებული ვართ, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა წინ წაიწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე — გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ჩვენ გვაქვს სასწავლო ცენტრი თბილისს გარეთ, ვატარებთ ფართომასშტაბიან წვრთნებს, გვაქვს ახლო პოლიტიკური კონტაქტები… ჩვენ ვმუშაობთ, როგორც საქართველოსთან, ისე უკრაინასთან. ვფიქრობ, ბევრი რამაა სრულ წევრობასა და არაფერს შორის”, — ამბობს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ არსებული თანამშრომლობა სასარგებლოა, როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წლისთავზე ნატოს სამიტი ლონდონში იმართება. 3 დეკემბერს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატოს გამოწვევების შესახებ ისაუბრა. 4 დეკემბერს ნატოს ლიდერთა საიუბილეო შეხვედრა გაიმართება, 29 ქვეყნის ლიდერი მრგავლ მაგიდასთან შეიკრიბება, მათ შორის იქნებიან დონალდ ტრაპმი, ემანუელ მაკრონი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.