„საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ აისახება ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოში ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ეკონომიკის დოქტორის, მიხეილ თოქმაზიშვილის თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ არის ყოვლისმომცველი და არ აისახება ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

“ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია იმ თვალსაზრისით,რომ  გვაქვს 5%-იანი ზრდა, ასეთი რამ წინა წლებში არ იყო და ბუნებრივია რომ კარგი მაჩვენებელია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, თუმცა იყო ისეთი პერიოდები,როცა 11 %იანი ზრდა გვაქონდა, მაგრამ იმ პერიოდშიც ვამბობდით,რომ გვაქვს დასაქმებისა და სიღარიბის პრობლემა. ამდენად, ეკოონომიკური ზრდა, ყოველთვის არ აისახება სოციალურ ცხოვრებაზე. ის თუ არ არის ყოვლისმომცველი, ადამიანები უკმაყოფილო იქნებიან.  შეიძლება კარგი ხელფასი ჰქონდეთ, თუმცა, თუ არ იგრძნეს ყოველწლიური ზრდა და ინფლაციაც თუ  არის ქვეყანაში,  ყოველთვის უკმაყოფილო იქნებიან ხელფასით.”- აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.

 მისი თქმით,  საგარეო ვაჭრობის პრობლემა საგადასახადო ბალანსში აისახება, ამდენად, აუცილებელია,  ექსპორტზე ორიენტირებულ საზოგადოებად ჩამოყალიბება. გადაცემის სტუმარი ინოვციურ პროდუქტებსა და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ჩვენ ვართ დაბალკონკურენტუნარიანები და იძულებული ვართ, შემოვიყვანოთ იმპორტული საქონელი. დეფიციტის პირობებში იძულებულები ვართ,რომ გავზარდოთ ვალი.აუცილებელია გამოვიდეთ მომხმარებლური საზოგადოების პოზიციიდან და ექსპორტზე ორიენტირებულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. 20 წელია რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, შევედით ყველაზე დაბალი ტარიფებით, 15%-ით, მაგალითისთვის, რუსეთი 2010 წელს შევიდა 25%-იანი ბარიერით. ამის შემდეგ, შევამცირეთ ტარიფები და ქვეყანა დავტოვეთ დაცვის გარეშე. ჩვენ აღმოვჩნდითღია ეკონომიკურ სივრცეში. ლიბერალიზაციის შედეგად დაუცველი აღმოჩნდა ეროვნული ეკონომიკა. გამოსავალია ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა,”- ამბობს თოქმაზიშვილი.

სტუმარმა რადიო კომერსანტის გადაცემაში  ასევე შეაფასა საბანკო რეგულაციები.  მისი განცხადებით, საბანკო რეგულაციების შედეგად შეიზღუდა კრედიტების გაცემა და ეს განსაკუთრებით, მძიმედ  შეეხო იმ ადამიანებს,რომლებსაც არ შეუძლიათ დაასაბუთონ გადახდისუნარიანობა.  მისი თქმით, თუკი შეიზღუდება კრედიტები, შემცირდება, რეალიზებული პროდუქციის ოდენობაც.

 “ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა კრედიტი არ არის ქველმოქმედება, ის არის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება. აჩქარებს რეალიზაციას და ბიზნესს ეხმარება მაგრამ ამ რეგულაციების შედეგად, გადარჩნენ ის ადამიანრბი,რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან ან იქნებოდნენ კრედიტებზე.

მნიშვნელოვანია,რომ ხანგრძლივპერიოდში  კარგი სპეციალისტების, განათლებული  და კვალიფიკაციის სამუშაო ძალა შევქმნათ. საშუალო ვადიან პერიოდში  კი სტაბილური ეკონომიკა და პოლიტიკა. მოკლევადიან პერიოდში  გვჭირდება იმის აღიარება,რომ ყოველივე კარგი რაც იწყება, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა გაჩერდეს,”- ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.