საქართველოში ვაფუძნებთ საერთაშორისო სტატუსის საფონდო ბირჟას – მამუკა ხაზარაძის “მარშალის გეგმა”

საქართველოში ვაფუძნებთ საერთაშორისო სტატუსის საფონდო ბირჟას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის „მარშალის გეგმის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება იქნება.

„ქვეყნის განვითარება და ზრდა შეიძლება მხოლოდ 2 პარამეტრით, ერთ სულ მოსახლეზე შიდამოხმარების ზრდით ან საერთაშორისო საფონდო ბირჟის აქტიური მუშაობით. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენი მოდელი ითვალისწინებს, რომ დავაფუძნოთ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა. შესაბამისად, ჩავერთოთ მსოფლიო ფინანსების ცენტრებში, გავხდეთ ნაწილი იმ ფინანსური ინდუსტრიისა , რომელიც დღეს მსოფლიოშია. ხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟას, სინგაპურს, ჰონგკონგს და ა.შ თუ ჩვენ ამის ორგანული ნაწილი არ გავხდით და საქართველოში არ გაიარა ამ ფინანსებმა, ჩვენ გრძელვადიანი სტაბილური განვითარება არ გვიწერია. შესაბამისად, ნომერ პირველი ამოცანა იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება. სხვათა შორის, ერთ-ერთ მათგანთან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ეს პროექტი უკვე დაძრულია. ამის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოში ფულადი და ფინასური რესურსების, ბიზნესების ხელმისაწვდომობა და ა.შ. ჩვენი პროგრამით, ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების, წიაღისეულის თუ ა.შ ვალდებულნი იქნებიან, რომ 20% განათავსონ ამ საფონდი ბირჟაზე. ამით ჩვენ ყველა მოქალაქეს საშუალებას მივცემთ, რომ გახდნენ ჩვენი წამყვანი ინდუსტრიების თანამფლობელები. ასევე, მოხდება ყველა სახელმწიფო კომპანიის პრივატიზირება, ე.წ. საფონდო ბირჟის საშუალებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით,  მოხდება  საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების რეფორმირება, რომელიც ქვეყანაში ფუნდამენტურად შეცვლის საკრედიტო ისტორიას და საკრედიტო რესურსებს მკვეთრად გააიაფებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.