საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, გაზრდის ნაცვლად, შემცირდა – გიგლა მიქაუტაძე

უსაფუძვლო თვითკმაყოფილების ნაცვლად, ვურჩევთ ქალბატონ მინისტრს, მან და მისმა ლიდერმა აიღონ პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა ქვეყანაში – ასე პასუხობს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ნათია თურნავას განცხადებას.

,,ქალბატონი თურნავა დღეს გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის შეფასებას საქართველოს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, კარგად ჩანს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში. მინისტრი გვირჩევს, არ დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს და მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რიცხვები გამოვიყენოთ. საქსტატის მიხედვით კი, 2014 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 4,738 აშშ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს კი 4,722 დოლარს (2019 წლის მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა), ანუ, 4 წლის განმავლობაში, გაზრდის ნაცვლად, შემცირდა. აღარაფერს ვამბობთ ინფლაციაზე, ვალუტის გაუფასურებასა თუ უმუშევრობაზე.

უსაფუძვლო თვითკმაყოფილების ნაცვლად, ვურჩევთ ქალბატონ მინისტრს, მან და მისმა ლიდერმა აიღონ პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, იმ არშექმნილ ათასობით სამუშაო ადგილზე, რომელიც შეიძლებოდა შექმნილიყო ქვეყანაში სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში და არაერთ გაშვებულ შესაძლებლობაზე, რომელსაც კეთილდღეობა უნდა მოეტანა ჩვენი ხალხისთვის’’ – განცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.