საქართველოში ნატო-საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი უნდა შექმნილიყო – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში უნდა შექმნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ საქართველოს-რუსეთის ფორმატში, არამედ ნატო-საქართველო და რუსეთი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი კოლეგა ამ შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს. იყო ეს მოსაზრება და შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, ოღონდ ერთი რამე ავიწყდება, როცა ამას ავრცელებს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არ იქნებოდა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელსაც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცვლელი ფორმატი იქნებოდა და ეს გასაგებია, ეს იყო ნატო-საქართველო და რუსეთი. ეს სულ სხვა ფორმატია, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი, საინტერესო ელემენტები და ამაზე ნატოს და რუსეთის დათანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება ეს ფორმატი მომავალში, როდესაც სხვა განზომილებაში ვიქნებით, ძალიან საინტერესო იყოს. ბევრი წელი გავიდა, ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში, ამიტომ ვერავინ იტყვის, როგორი იქნება ხვალ რუსეთი. ის ძალიან დიდი კრიზისს განიცდის. ერთი მხრივ კოვიდის, მეორე მხრივ ნავთობის კრიზისის გამო. როგორ გაუმკლავდება ამას ყველასთვის უცნობია, თავისი ტრადიციული რეაგირებით უფრო აგრესიული ხდება, თუ შეცვლილი დახვდება რუსეთი ამდენ გამოწვევას, არავინ იცის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეს, რუსეთის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული წინადადებები განიხილოს. მისივე თქმით, პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული. ლავროვის განცხადებითვე, საქართველომ ეს შეთანხმება დაარღვია.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.