ორშაბათი, იანვარი 25, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე საზოგადოება

„საქართველოში უნდა გათენდეს!“-2020 წლის არჩევნებისთვის უმთავრესი სლოგანი – გაჟღერებულია”

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2019/10/14
in საზოგადოება, ყველა სიახლე
25 0
0
„საქართველოში უნდა გათენდეს!“-2020 წლის არჩევნებისთვის უმთავრესი სლოგანი – გაჟღერებულია”
100
ნახვა
Share

“არასოდეს დამიმალავს ჩემი არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებელება მესამე პრეზიდენტის მიმართ და შეუძლებელიც კი გახლავთ, დღევანდელ რეალობაში ნომერ პირველი ქართველი პოლიტიკოსი ერთმნიშვნელოვნად შეაფასო მისი წარმატებებისა თუ წარუმატებლობის, მიღწევებისა და შეცდომების ფონზე. ჩემთვის უცნობია, სააკაშვილის გონებაში საიდან გაჩნდა ფრაზა – „საქართველოში უნდა გათენდეს!“, მაგრამ ვაღიარებ, რომ ასეთი მძლავრი იდეოლოგიური ბაზისი, სლოგანი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს არ გაუჟღერებია. ასევე უცნობია, როგორ მოახდენს სააკაშვილი ამ იდეის კულტივირებას, ხორცშესხმას და როგორ პოლიტიკურ ძალასთან. ცხადია, რომ მას გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გარდასულ დღეთა დიდებით ცხოვრობს, ხოლო მისი ლიდერები იმასაც ვერ ახერხებენ ,ახლებულად გაიაზრონ არსებული რეალობა. არ თმობენ პოლიტიკურ თანამდებობს და უფრო მეტიც – არ ახდენენ პარტიულ სელექციას. ამ ვითარებაში სააკაშვილი გრძნობს, რომ იმავე სახეებით დიადი გამარჯვებების მიღწევა შეუძლებელია და არც ხარკის გადახდას აპირებს მათთვის, პარტიულ სავარძლებზე საკუთარი პერსონების დაჭედების გამო. ამის ნათელი მაგალიათია „მე და ხალხი“. მაგრამ ეს მსჯელობის სხვა თემაა და ახლა არ განვავრცობ.
მოკლედ, იდეის დონეზე საქართველოში პოლიტიკური მოდის კანონმდებელი კვლავ სააკაშვილი აღმოჩნდა. ამ სლოგან, იდეას უამრავი კონკრეტიკა სჭირდება და განვრცობისთვის უდიდესი ძალისხმევა იქნება საჭირო. მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ყველა პარტიისთვის, იმის მიუხედავად, რომელ ფრთაზე არიან ისინი განლაგებულნი.
მით უფრო, რომ 2012 წლის შემდეგ ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა ჩაიარა – ერთი დღის წესრიგით: ბიძინა ცუდია, სისხლიანი 9 წელი უარესი…
“ცუდი” არ არის იმპერატიული, სამართლებლივი და ერთმნიშვნელოვანი შეფასება. ვისთვის ცუდი ვისთვის კარგი… “ოლიგარქი” – მით უფრო… მანახეთ ათი ადამიანი, რომელიც უარს იტყოდა იყოს იმავე ქონებისა და შესაძლებლობების მფლობელი, რაც გააჩნია ივანიშვილს და თუ ფეხებზე არ ეკიდებათ “ოლიგარქი” კი არა ყველაზე სალანძღავი ეპითეტებითაც რომ ამკოთ… “სისხლიანი” კი სულაც არ არის ისეთი წითელი, რომ ახლანდელ სიშავესთან კონფლიქტში მოდიოდეს.
ამიტომ, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის ამ ეტაპზე ერთი უმთავრესი ფორმულა – იდეა, სლოგანი – „საქართველოში უნდა გათენდეს!“ გაჟღერებულია. ვნახოთ თუნდაც იდეის დონეზე რას დაუპირისპირებენ ამას სხვები და რა კონკრეტულ საქმეებს შემოგთავაზებენ – „ბიძინა ცუდია, სისხლიანი 9 წელი -უარესი“ გარდა. ისევ ეს ფორმულა იქნება ამ ქვეყნისთვის კიდევ ერთი, უკან გადადგმული ნაბიჯი.

პოლიტიკური ფორმულები: “ყველა ერთის წინააღმდეგ”, “ყველა ორის გარდა”, “ყველა პრორუსული პარტიების გარდა”, “ბიძინა ცუდია”, “მიშა გიჟია” და ა.შ. – არ მუშაობს რეალურად. არ მუშაობს პირველ რიგში იდეოლოგიური – პროგრამული მდგენელის გარეშე. დავაკვირდეთ, რამდენი ოპოზიციური პარტია აცხადებს ამთავაითვე, რომ იბრძვის გამარჯვებისთვის? თან, ერთია აცხადებს, რამდენს აქვს ამის რესურსი, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფინანსური? იმის იმედად ყოფნა, რომ ქვეყანაში გაუსაძლისი ვითარებაა და ხალხი არ მისცემს “ოცნებას“ ხმას, რაც “მე მომიტანს გამარჯვებას” – შარლატანობაა. დემოკრატიულ ქვეყნებში – განსაკუთრებით საქართველოში “მესამე ვადა” რომ გამორიცხულია – აბსურდული და გულუბრყვილო მსჯელობაა.
ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ პროცესს და რიგითი ამომრჩევლის პოზიციიდან ასეთი ლოგიკაც განვიხილოთ: რა ხდება ახლა, დღეს? 1. მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები; 2. არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ვითარება; 3. “მე” საქართველოს მოქალაქეს არ მაქვს პერსპექტივის და იმედის განცდა; ამ ყველაფერს აქვს მრავალი ფესვი მაგრამ ძირითადი მაინც ეს არის, რომელიც ერთობლიობაში კონვერტირდება ფორმულად – “ოცნება” (ბიძინა) ცუდია! რა შეიძლება მქონდეს ხვალ, თუ ხელისუფლებაში ბრუნდება ნაციონალური მოძრაობა? აქ სიღრმეებში ქექვას ამომრჩეველი არც კი ახდენს და პირდაპირ პასუხობს – იქნება გზები, მშენებლობები, წინსვლა – მაგრამ “მე” არ ვიქნები დაცული. ნებისმიერ დროს შესაძლოა, იძალადონ ჩემზე და ჩემი ფასი იქნება გროში. ამ შემთხვევაში არ მიდის პუნქტობრივად იმის ჩამოთვლა რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. აქ, განსჯისას პრიორიტეტია ორი რამ.. იყო კარგი, მაგრამ ცუდიც რომ იყო იმიტომ დამარცხდნენ. და მეორე – ამ ცუდის გამო კი არავინ მოგვიბოდიშა. ყველაზე მთავარი – ოპოზიცია, იმის გარდა, რომ ბიძინა ცუდია, არ მეუბნება – რა იქნება კარგი მისი დაბრუნების პირობებში. რას შეცვლის და რას მთავაზობს ახალს?
თავად რატომ არიან კარგნი და რატომ უნდა ვენდო მათ.? თუ რამე წამოსცდებათ შეთავაზების მხრივ, არც იმას მეუბნებიან, როგორ უნდა მიაღწიონ იმის განხორციელებას, რასაც მთავაზობენ.
მაშინ რა გვინდა და რა გვჭირდება პოლიტიკური ძალებისგან?
1. სახელმწიფოებრივი იდეა!
2. პრაგმატიზმი!
3. დარწმუნება – “მე ვარ კარგი!” (დააკვირდით ,იმაზე საუბარი კი არა – ის ცუდია, არამედ იმის მტკიცება რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძვის პარლამენტში მოსახვედრად, რატომ არის კარგი და რას მთავაზობს “მე” – სახელმწიფოს მოქალაქეს.)
4. “მე” საქართველოს მოქალაქეს მჭირდება კონტრაქტი პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც გარანტია. და ეს კონტრაქტი არ უნდა იყოს მონადირის მონათხრობი, რომელმაც ოდესღაც, ლომი შიშველი ხელით დაახრჩო და ახლა მზად არის დათავს ეჭიდავოს. იმავე კონტრაქტში მჭირდება დათქმა, რა ხდება თუ ამ კონტრაქტს არღვევს პოლიტიკური პარტია და აქ მოქმედებს მხოლოდ ორი ფორსმაჟორი – სტიქიური უბედურება და ომი. სხვა შემთხვევა არც კი განიხილება.
5. “მე” მჭირდება ჩემი, როგორც მოქალაქის და სახელმწიფოს წარმატების სინთეზირებული ფორმულა და არა იმის მორიგი ხილვა თუ როგორ დამასვამს გამარჯვებული თუ არსებული პოლიტიკური ძალა თავზე მორიგ დეგენერატს და იდიოტ ჩინოვნიკს, რომელსაც მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს – პირადი კეთილდღეობა და კომფორტი.
ამჯერად აქ შევჩერდები, რადგანაც ესეც ბევრად მეჩვენება ჩვენი პოლიტიკური კლასისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და ჩვენ მათთვის პირადი მიზნების რეალიზების ინსტრუმენტად ვიქეცით.

არ გააკეთებებ ამას? არ ექნებათ იდეა, არ შეცვლიან სტრატეგიას – გამარჯვების შემთხვევაშიც დამარცხდებიან, სულ რაღაც ოთხ წელიწადში. მაგრამ, ეს მარცხი იქნება მათთვის – მთელი პოლიტიკური კლასისთვის – ფატალური და ყველანი პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაინაცვლებენ”.

წერს გოჩა მირცხულავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე. 

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!
საზოგადოება

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 20, 2021
0
205

ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და...

წაიკითხე მეტი
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
141
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
237
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021
192
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
166
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021

Recent News

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist