საქართველოში ყველაზე მეტ ფულს სურსათსა და სასმელში ხარჯავენ, ყველაზე ცოტას – განათლებაში

საქართველოს მოქალაქეები ფულს ყველაზე ნაკლებად განათლებაში ხარჯავენ. ამას აჩვენებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში „ცხოვრების დონის მაჩვენებლები 2019“.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების(ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება

2019 წელს საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 175.3 ლარს, ხოლო ერთ სულზე 336.1 ლარს შეადგენდა.

საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ოჯახების (შინამეურნეობების) საშუალო ყოველთვიურ დანახარჯებს ასახავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ეს თანხა 44.1 ლარით გაიზარდა და მან 1146.1 ლარი შეადგინა.

ოფიციალური მეთოდოლოგიით, საშუალო შინამეურნეობაში (ოჯახში) მაცხოვრებელთა რაოდენობა 3.5-ს შეადგენს, შესაბამისად, ერთ სულზე საშუალო ყოველთვიური დანახარჯებიც 327.7 ლარია. 

საქსტატის ინფორმაციით, შინამეურნეობების ხარჯების უდიდესი ნაწილი სურსათზე მოდის. კონკრეტულად კი სასურსათო ხარჯებს მთლიანი ხარჯების 37.8% უკავია. სრულად აღნიშნული განაწილება ასე გამოიყურება:
 

სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე – 37.8%;

სხვა სამომხმარებლო ხარჯები – 15%;

საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე – 12.9%;

ტრანსპორტზე  – 12%;

ჯანმრთელობის დაცვაზე – 11.8%;

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე – 4.2%;

საოჯახო მოხმარების საქონელზე – 3.6%;

განათლებაზე – 2.8%.

რაც შეეხება შემოსავლების მოცულობას, საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების მოცულობა 2019 წელს 1175.3 ლარს შეადგენდა (ერთ სულზე 336.1 ლარს). შესაბამისად, მოქალაქეთა შემოსავლები მათ ხარჯებს თვეში სულ 9 ლარით აღემატებოდა. 

შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 84.5% შეადგინა.

შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 781.1 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი მაჩვენებელი 470.2 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლის ტიპის დასახლებებში.

2019 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს(48.7%). მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები (19%). შემოსავლები თვითდასაქმებიდან (11.4%) და საჩუქრად მიღებული ფული (8.8%).

რაც შეეხება ხარჯებს, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146.1 ლარს, ხოლო ერთ სულზე 327.7 ლარს უტოლდება.

ხარჯების მოცულობაც გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა. სოფლის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი 455.7 მილიონი ლარი იყო.

2019 წელს ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 37.8% მოდის სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე და ყველაზე მცირე, 2.8% განათლებაზე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.