“საქართველო ბიზნესის კეთების ადგილი არ არის” – “სითი პარკი” საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

ებრაული კომპანია “სითი პარკი” საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი ინტერვიუში საუბრობს, რომელიც ებრაულ ფინანსურ გამოცემაში დაიბეჭდა.

რესპონდენტის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს. ინტერვიუში ის ამბობს, რომ 14 წლიანი ტენდერი თბილისში ინფრასტრუქტურის ოპერაციებისთვის 7 წლის წინ მოიგო, და მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია გამუდმებით განიცდიდა ზეწოლას მთავრობისგან.

“მათ სურთ ქვეყანაში ინვესტორი შევიდეს, შემდეგ მისი ცოდნის ნაციონალიზაციას ახდენენ და ახორციელებენ ზეწოლას ან დაუსრულებელ სასამართლო პროცესებზე დაჰყავთ. ეს არის უსასრულო ბრძოლა და საერთაშორისო ბიზნესმენებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების ადგილი არ არის. ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ და არა ინვესტორზე”- აცხადებს “სითი პაკი” წარმომადგენელი.

მისივე თქმით კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ “სითი პარკმა” ტელევიზიით, პოსტ ფაქტუმ შეიტყო.

“რუსთავი2”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.