საქართველოს $21.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი თითქმის მეხუთედია. 2023 წლის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 14.7%-ით 4 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
EU-სთან ქვეყნის სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია. გასულ წელსაც ბრუნვის გაზრდილი მაჩვენებელი იმპორტის ზრდითაა განპირობებული.
2023 წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან 3 მილიარდ 795 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2022 წლის იმპორტის ღირებულებას 24%-ით აღემატება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალში პირველ სამ ადგილს მსუბუქი ავტომობილები, ნავთობპროდუქტები და სამკურნალო საშუალებები ინაწილებენ. გასულ წელს EU-ს ქვეყნებიდან შეძენილი 10 უმსხვილესი საქონლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები – $455.6 მლნ, 24 372 ცალი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $343.5 მლნ, 355 757 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები – $248.7 მლნ, 3 758 ტონა;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – $ 106.9 მლნ, 245 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები – $105.7 მლნ, 12 512 ცალი;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – $105.4 მლნ, 3 794 ცალი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $55.9 მლნ, 232 ტონა;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – $53.2 მლნ, 438 ტონა;
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – $48.7 მლნ, 1 658 ტონა;
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – $43 მლნ, 1 366 ტონა;
იმპორტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით თუ შევხედავთ, საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში EU-დან მხოლოდ გერმანია და იტალიას ვხვდებით. წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნად გაერთიანებაში გერმანია გვევლინება. გასულ წელს ქვეყნების რეიტინგი EU-დან იმპორტირებული საქონლის ღირებულებით ასეთი იყო:
- გერმანია – 948 მლნ დოლარი;
- იტალია – 373 მლნ დოლარი;
- ნიდერლანდები – 282 მლნ დოლარი;
- საფრანგეთი – $276.9 მლნ;
- პოლონეთი – $269 მლნ;
- ჩეხეთი – $220.6 მლნ;
- რუმინეთი – $219.4 მლნ;
- ბულგარეთი – $217 მლნ;
- ესპანეთი – $199.6 მლნ;
- ბელგია – $137.1 მლნ;
BM.GE-იმ საქსტატიდან იმ კომპანიების ათეული გამოითხოვა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქონლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ. ჩამონათვალში ვხვდებით მედიკამენტების, ავტომობილების და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს:
სს გეფა;
სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
შპს ავერსი-ფარმა;
შპს აკა;
შპს ალტა;
შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს;
შპს პსპ ფარმა;
შპს რომპეტროლ საქართველო;
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია;
შპს ჯი-თი მოტორს.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოდან ევროკავშირში საქონლის ექსპორტი სავაჭრო პარტნიორების ურთიერთობაში მცირე ადგილს იკავებს. 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 704 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წლის შედეგებთან შედარებით 158 მილიონი დოლარით, ანუ 18%-ით ნაკლებია.
შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 11.6% შეადგინა. შედარებისთვის 2022 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 15.4% იყო.
სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში 295 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები გავიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 142 მილიონი დოლარით ნაკლებია. სპილენძის მადნებთან ერთად EU-ში 24 მილიონი დოლარით იკლო ქართული თხილის ექსპორტმაც, რამაც გასულ წელს $50 მილიონი შეადგინა. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მადნები და კონცენტრატები – $295.4 მლნ, 134 221 ტონა;
- თხილი და სხვა კაკალი – $50 მლნ, 9 858 ტონა;
- მინერალური და აზოტოვანი სასუქები – $36 მლნ, 99 215 ტონა;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $30.8 მლნ, 9 793 ტონა;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული – $30.1 მლნ, 11 886 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები – $24.3 მლნ, 641 ცალი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $16.8 მლნ, 85 ტონა;
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – $11.5 მლნ, 3 325 ტონა;
- ელექტრული წყალგამახურებლები – $11.2 მლნ, 1 291 ტონა;
- მინერალური და მტკნარი წყლები – $11 მლნ, 14 566 ტონა;
ამასთან, საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის EU-ს წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 250 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება გაერთიანების წევრი სახელმწიფოების რეიტინგს, ექსპორტის ღირებულების მიხედვით მათი რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ბულგარეთი – $250 მლნ;
- ესპანეთი – $80 მლნ;
- გერმანია – $57 მლნ;
- პოლონეთი – $49 მლნ;
- საფრანგეთი – $46 მლნ;
- ლიეტუვა – $38 მლნ;
- იტალია – $37 მლნ;
- ბელგია – $24.8 მლნ;
- რუმინეთი – $24.7 მლნ;
- ჩეხეთი – $22.6 მლნ.
BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირში საქონლის ექსპორტიორი უმსხვილესი კომპანიები იყვნენ:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს RMG Copper;
შპს Caucasian Metals Terminal;
შპს აიტი-დისტრიბუშენი;
შპს ატლანტიკ საქართველო;
შპს კ და ქართული სპირტი;
შპს სილქ თრეიდი;
შპს ჯეორჯიან პროდაქტს;
შპს ჰანდლერ კორპორეიშენ
შენიშვნა: იმპორტიორები და ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
ვიქტორია მღებრიშვილი
წყარო: bm.ge