საქართველო კარგავს ინვესტიციებს და ევროპული ინტეგრაციის შანსს – Emerging Europe

“შორდება თუ არა არა საქართველო ევროპულ ინტეგრაციას?” – ამ სათაურით ქვეყნდება სტატია ევროპულ გამოცემაში “Emerging Europe”. სტატიის ავტორი ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვია. 

მიტოვი სტატიაში  იხსენებს თანამედროვე საქართველოს ისტორიას, მათ შორის, “ვარდების რევოლუციასა” და 2008 წლის აგვისტოს ომს და ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორედ ამ პერიოდამდე განვითარების პროგრესულ გზას ადგა, რაც ხელს უწყობდა ბრიუსელთან ურთიერთობის გაღრმავებას. თუმცა, ახლა, მისივე აზრით, აშკარაა, რომ საქართველო ნელ-ნელა სცილდება ევროპულ ინტეგრაციას და აქაური გარემო არახელსაყრელი ხდება ინვესტორებისთვისაც. 

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და კავკასუს ონლაინის მნიშვნელობასაც მიმოიხილავს, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც; მისი თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის იყო შანსი, რათა თავი დაეღწია რუსეთის ეკონომიკური კონტროლისაგან და გაემყარებინა გზაგამტარის როლი ევროპასა და აზიაში. 

გარდა ანაკლიისა, მიტოვი წერს ნექსოლ ჰოლდინგსა და საქართველოს კავშირგაბმულობის კომპანიას შორის კავკასუს ონლაინთან დაკავშირებულ დავაზეც. მისი თქმით, ინვესტორები აღარ ენდობიან საქართველოში დადებულ შეთანხმებებს, მათ სამართლებრივ სიმტკიცეს და ამიტომ ქვეყნიდან გასვლას არჩევენ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა კარგავს უცხოელ პარტნიორებს, ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონული ინტეგრაციის შანსს. 

თუ ევროკავშირი დაინახავს, რომ საქართველო არ იცავს სამართლებრივ ნორმებს და არ მოქმედებს თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა აუცილებლად გაცივდება, – ამბობს მიტოვი. 

ყოფილი მინისტრის თქმით, დღევანდელ დღემდე ჩანდა, რომ ქვეყანა პროგრესის გზაზე იყო, ახლა კი სირცხვილი იქნება, თუ ევროპა დაინახავს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები განვითარების კარს მიღმა მიმდინარეობს”. 

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დასავლური მედია ღიად გამოთქვამს აზრს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. 26 აგვისტოს ბენ ჰოჯისმა ამერიკულ გამოცემა The Hill-ში თქვა, რომ თუ საქართველოს დემოკრატია სურს, უცხოურ ინვესტიციებს ხელი არ უნდა შეუშალოს. ჰოჯისმაც, დანიელ მიტოვის მსგავსად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და საქართველოში არსებულ არახელსაყრელ ეკონომიკურ გარემოზე გაამახვილა ყურადღება. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.