კვირა, სექტემბერი 19, 2021
detective
მთავარიეკონომიკასაქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციულ და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციულ და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს

9-27 აგვისტოს კოტ დივუარის რესპუბლიკის ქალაქ აბიჯანში გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესი გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ კონგრესზე, მსოფლიოში ფოსტის სფეროს შემდგომი განვითარებისა და საფოსტო მომსახურებების სრულყოფის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასთან ერთად, გაიმართა UPU-ს მუდმივმოქმედი საბჭოების – ადმინისტრაციული და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოების წევრი სახელმწიფოების არჩევნები.

ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში, საფოსტო საქმიანობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ წარმატებულად წარმოებული საერთაშორისო თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს კანდიდატურა მეორე ოთხწლიანი ვადით წარდგენილი იყო ზემოაღნიშნულ მუდმივმოქმედი საბჭოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

არჩევნებში UPU-ს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიური კორპუსისა და შპს „საქართველოს ფოსტის“ აქტიური ჩართულობით და მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული მუშაობის შედეგად, საქართველო ხელმეორედ იქნა არჩეული UPU-ს ორივე მუდმივმოქმედი საბჭოს წევრ სახელმწიფოდ, რაც საქართველოს მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის აღიარების კიდევ ერთ ფაქტს წარმოადგენს.

აღნიშნული საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში წარმოადგენს მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფ UPU-ს ძირითად არჩევით ორგანოებს. ადმინისტრაციული საბჭო (CA) წარმოადგენს UPU-ს ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბირთვს. ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ძირითადი ფუნქციაა საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო, კომერციული, ტექნიკური და ეკონომიკური ხასიათის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიღება. ამ საბჭოში წევრობით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

საქართველოს დელეგაცია შედგებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების და შპს „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლებისგან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
593,763
დადასტურებული შემთხვევები
Updated on September 19, 2021 2:21 am

უახლესი

“როგორც არ უნდა შეგკრან, შეგკოჭონ, შენ მაინც უნდა გაცურო, ბოლომდე უნდა გაცურო” – დღეს...

0
დღეს ცნობილი ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი 75 წლის გახდა. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ი უერთდება მილოცვას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა...

ჯერ-ჯერობით იგებს პუტინი…

0
ინტერესთა შეუთავსებლობა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ ჯდება მისი გავლენის სფეროდან დისტანცირებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მოაზრებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო. შესაბამისად, მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა საკუთარ...

ათი წელი სტივ ჯობსის გარეშე. როგორ ცდილობს Apple-ი თავისი მაგია შეინარჩუნოს?

0
ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იმ კომპანიისა, რომელიც მისი მშობლების ავტოფარეხში შეიქმნა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის კიბოთი  გარდაიცვალა. გასული...

საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა

0
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...