საქართველო “უსაფრთხოების ჩიხში” – შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოს დაცვა

საქართველო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში აუცილებლად შევა, თუმცა როდის, ამას არც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და არც ხელმძღვანელობა არ ასახელებს – ანალიტიკოსების ნაწილი ამ შეფერხებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირებს, თუმცა, ნაწილს კი, მაგალითად გერმანიის პრეცენდენტი მოჰყავთ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, რომ იმ სტანდარტების მიხედვით, რითაც დღეს ალიანსი ქვეყნებს მის შემადგენლობაში იღებს, ოკუპირებული რეგიონები ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

„რა თქმა უნდა ოკუპირებული რეგიონები ნატოში გაწევრიანევისთვის პრობლემაა და ნატოს ხელმძღვანელობა ამას აფიქსირებს კიდეც. იმ მონაცემებისა და სტანდარტების მიხედვით, რომლებიც დღეს ნატოშია მიღებული და გავრცელებული, რომელიც მაპის მიღების დროს ვაშინგტონის სამიტზე იყო დაწესებული, შემდგომ პერიოდებშიც, მაგალითად, ბუქარესტის, ჩიკაგოს, ლისაბონისა და ვარშავის სამიტზე, წესების მიხედვით ეს ასეა.

„თუ ლონდონის სამიტზე ნატოს ხელმძღვანელობა გარკვეულწილად შეცვლის და ახალ მიდგომებს შეიმუშავებს, მაშინ შესაძლოა ეს პრობლემა როგორღაც გადაილახოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემად რჩება.

„გერმანიის პრეცენდენტს რომ ადარებენ, გერმანია ოკუპირებული არ იყო, იქ შეიქმნა ორი სუვერენული სახელმწიფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული სახელმწიფო. თუ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ამბობენ, რომ სუვერენული არ იყოვო, ეს მტკნარი სიცრუეა, ის შესაძლოა სოციალუსტურ ბანაკში იყო, მაგრამ მას აბსოლუტურად სუვერენული უფლებები ჰქონდა, ისეთი, როგორიც სხვა სახელმწიფოებს.

„გერმანიის დემოკრატიულ სახელმწიფოში გაცილებით მეტი დემოკრატია იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირში და არ ემორჩილებოდა ცალმხრივად მას, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია, ორივე გერმანია გაეროს წევრი იყო.

„იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც რუმინეთს შავ ზღვაში არსებულ კუნძულ ზმეინიზე ტერიტორიული პრეტენზია ჰქონდა და რუმინეთმა იმის გამო, რომ ნატოში შესულიყო უარი განაცხადა ამ კუნძულის სამართლებრივ დავაზე.

„ისევე როგორც უნგრეთმა და რუმინეთმა ერთმანეთის მიმართ დავები მოხსნეს, რომელიც ტრანსილვანიის პრობლემას ეხებოდა, როგორიც დღეს დავით გარეჯია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოებით, ასეთი პრობლემა იდგა, ორივე ქვეყანამ მოხსნა პრეტენზიები და ორივე ნატოს წევრო სახელმწიფო გახდა” – აცხადებს იგი.

მისივე განმარტებით, ნატოს 2014 წლამდე შემუშავებულ წესდებაში, მას არ სჭირდებოდა ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული პრობლემა და პოლიტიკური არასტაბილურობა ჰქონდათ.

„სანამ ნატო კოლექტიური უსაფრთხოების გაერთიანება იყო, 1990 წლიდან 2014 წლამდე, ანუ იგი არამარტო მისი წევრების სამხედრო უზაფრთხოებაზე ზრუნავდა, არამედ ნატომ გაოიყენა ე.წ. არამეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, როდესაც ნატო საერთაშორისო კონფლიქტებში ჩაერია, ეს იყო კოსოვო, ავღანეთი, სადაც ნატო მონაწილეობდა.

„მაშინ ნატოს ჰქონდა საკმაოდ მკაცრი რეგლამენტი, რომ. მას არ სჭირდებოდა ისეთი ქვეყნები რომლებსაც ტერიტორიული პრობლემები და პოლიტიკური არეულობები ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან თქვენ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროთ, პოლიტიკურ სტაბილურობას უნდა მიაღწიოთ და შემდეგ თქვენ გექნებათ უფლება, რომ შემოხვიდეთ ჩვენს გაერთიანებაშიო.

„მაშინ ნატოში გაერთიანება იმდენად უსაფრთხოების საქმე არ იყო, რამდენადაც პრესტიჟის. თუმცა, 2014 წლიდან, როცა ცივი ომი დაიწყო და რუსული პირდაპირი სამხედრო საფრთხე გაჩნდა, ნატო კოლექტიურ თავდაცვის პრინციპებს დაუბრუნდა, ანუ, ნატოში მოხდა კარდინალური ტრანსფორმაცია.

„ახლა რომ საქართველო ნატოს მტრის პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, ნატოს ხელმძღვანელობას შეუძლია გარკვეული კუთხით იმისათვის, რომ საქართველო რაღაცნაირად დაიცვას რუსული სამხედრო აგრესიისაგან, რაღაცნაირად გამონახოს კონკრეტული ფორმულა.

„ორი განსხვავებული მიდგომაა, შეიცვალა მსოფლიო დღის წესრიგი და დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ, დღეს სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფომ (აშშ), მეორე სახელმწიფოს (თურქეთი) დაუწესა არა მხოლოდ სანქციები, არამედ ორგანიზაციის წევრობის შეჩერებაზე და ისინი დღეს სერიოზული მოწინააღმდეგეები არიან.

„ჩვენ ვართ ეროვნული უსაფრთხოების კლასიკურ ჩიხში, ჩვენ არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს, არამედ ის, რომ მაგალითაც აფხაზური კუთხით რომ შეხედო, მათთვის რუსები და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიაზია უსაფრთხოების გარანტიისა და ფასეულობების მომცემი უფროა, ვიდრე ნატო.

„საუბარი სეპარატიზმზე არაა, ცხინვალშია ირედენტიზმის პრობლემა, სამხრეთ ოსეთი შეუერთდება ჩრდილოეთ ოსეთს და შემდეგ ისინი გაერთიანდნენ რუსეთის ფედერაციაში – ესაა ირედენტიზმი, ზუსტად იმიტომ, რომ ირედენტიზმს ნატო არ აღიარებს, შეუძლია გადაარჩინოს ქვეყანა და დროებითი პირობებით ეს ტერიტორიები დავიცვათ და შემდეგ უკვე დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენი არჩეული გზა უფრო მართალი და მათთვის კეთილდღეობის მომტანია.

„ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ და ნატოელები დავარწმუნოთ და ჩვენი ვარიანტიც შევთავაზოთ, რომ იქნებ გაითვალისწინონ, ნატოში გაწევრიანებას სჭირდება დრო,როდესავ მაპის მერე დაიწყება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ეს გრძელდება 2-3 წელი და ამ პერიოდში რა იქნება და როგორ, ეგ არავინ იცის.

„დღეს ნატოს შეექმნა პრობლემები,ისინი რუსული სამხედრო საფრთხის წინაშე არიან აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის მიმართულებით, ფაქტიურად მზად ვერ აღმოჩდნენ, ამიტომ, იქნება, რაღაც ჩვენც შევთავაზოთ ნატოს და მთლად მასზე არ ვიყოთ დამოკიდებილები” – აცხადებს მაისაია.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.