საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში მოხვდა (კვლევა)

საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას sova.news  The Top Tens-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.

საქართველო მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ. ეს რეიტინგი ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს. ვებგვერდის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი აზრი რომელიმე ქვეყანაზე კომენტარის სახით დაეწერათ.

საქართველოს შესახებ დაახლებით 300 კომენტარი გაკეთდა, სადაც მომხმარებლები ჩვენი ქვეყნის კოლორიტებზე და სტუმართმოყვარებაზე წერენ. ასევე ქართულ ფოლკლორზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოს ვაზის სამშობლოს უწოდებენ. კომენტარებში ქართული ენის შესხებაც წერენ, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორისაა.

2016 წელს, The Top Tens-ის რეიტინგში საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მეთაურების სიის სათავეში მოხვდა. ქართველმა მეფემ ალექსანდრე მაკედონელსაც გაუსწრო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.