“საქართველო შავი ზღვის გასაღებია” – აშშ-ს სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი

ევროპარლამენტარებთან ერთად, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო საუბრობს. გენერალ ბენ ჰოჯისის შემდეგ,  შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისაკენ ლეიტენატი გრეის ჰოვარდი მოუწოდებს. შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ინსტიტუტი კი სტატიას აქვეყნებს სათაურით – “საქართველო შავი ზღვის გასაღებია”.

სტატიის ავტორი  წერს, რომ საქართველო, რომელსაც  რუსეთსა და შუა აღმოსავლეთის რეგიონებს შორის სტრატეგიული მდებარეობა აქვს,  დამოუკიდებელი და მზარდი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ასევე  შეერთებული შტატების მხარდამჭერია.  სტატიაში დეტალურადაა განხილული რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები და  2008 წელს ქვეყანაში შემოჭრის საკითხიც.

აშშ-ს საზღვარო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმით წერია, რომ  შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან ეს შეერთებული შტატების ინტერესის დაცვას ნიშნავს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.