საქსტატი: საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 345.7 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაახლა საარსებო მინიმუმის მონაცემები. საქსტატის თანახმად, 2020 წლის მარტისთვის შრომისუნარიანი მამაკაცის მინიმუმი 206.1 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 7.1 ლარით მეტია.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 345.7 ლარს შეადგენს, რაც თებერვალთან შედარებით თითქმის 12 ლარითაა გაზრდილი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის 182.6 ლარით განისაზღვრა, როცა წინა თვეში 176.2 ლარი იყო. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ათი ლარით გაიზარდა 292.1 ლარამდე.

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 317.2-დან 328.6 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ოთხსულიანი ოჯახის – 352.5 ლარიდან 365.1 ლარამდე.

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქსტატის თანახმად, 410.7 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 14.2 ლარით მეტია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.