საყდრისის ამფეთქებელი პოლიტიკური ძალა დავით გარეჯის პატრიოტი პოლიტიკური ძალაა ? – მარგველაშვილი ივანიშვილის “ოცნებაზე”

ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იგონებს ხოლმე, რომ რაღაც ღირებულებები გააჩნია – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ოცნების” ხელისუფლების მიერ ილიჩოვასა და გელაშვილის დაკავებაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, “ოცნების” ხელისუფლება საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლებაა და ამიტომ შეუძლებელია გარეჯის საქმე გულწრფელად ადარდებდეს.

„ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილს აქვს შემდეგი შემადგენელი: პირველი – რა დროს ხდება ეს და ამაზე ჩვენ ნათელი პასუხი გვაქვს, რომ ეს ხდება არჩევნების წინ სულ რამდენიმე კვირით ადრე. მეორე – ვინ აკეთებს ამას და ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან გარკვეული და ნათელია, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე დაიწყო თავისი იდეოლოგიური კარიერა „ტრაქტორების საქმით“, როდესაც ამის უკან იყო პოლიტიკოსი, რომელზეც საჭირო იყო დარტყმა, სამწუხაროდ, ჩვენი მაშინდელი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მინისტრი, დათო კირვალიძე. შემდეგი, ეს იყო საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ კაბელებს, როდესაც დადგა საჭიროება ალასანიასთან დაპირისპირების. მერე ეს საქმეები გაგრძელდა ბურჭულაძის საქმით, „თიბისის“ საქმით ანუ საქმეებით, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, იყო შემდეგი ფორმატით შეკერილი და არც ერთი ეს საქმე არ შედგა.

ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხან გადაწყვეტს, რომ კორუფციას ებრძვის და მოდი დავარტყათ კირვალიძეს და ალასანიასო, ხან გადაწყვეტს, რომ ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც თითქოს რაღაცას ითვისებენ, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იგონებს ხოლმე, რომ რაღაც ღირებულებები გააჩნია. საყდრისის ამფეთქებელი პოლიტიკური ძალა დავით გარეჯის პატრიოტი პოლიტიკური ძალაა ?! ძალიან საინტერესოა ამ ადამიანების სპეციფიკა – ეტყვიან, რომ დღეს პატრიოტი ხარ, კი ბატონო, დღეს პატრიოტი ვარ და მოდი ახლა, დავით გარეჯის თემას გავქაჩავ. შეუკვეთავენ პატრიოტიზმს, და ამ პატრიოტიზმის შედეგად ხდება ადამიანების დაჭერა, ყოველგვარი მტკიცე საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.