“საშოვარზე მოსული ქოცების საქართველო აქ არის” – საწვავზე ფასებ: სუპერი-2 ლარი და 62 თეთრი, პრემიუმი-2 ლარი და 52 თეთრი

საწვავის ფასმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო დღეებში ბენზინზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. ამ დროისთვის საწვავზე ფასები ასეთია: სუპერი-2 ლარი და 62 თეთრი, პრემიუმი -2 ლარი და 52 თეთრი. რეგულარის ღირებულება კი, რომელსაც მძღოლები ყველაზე ხშირად მოიხმარენ, ბენზინგასამართ სადგურებში საშუალოდ – 2.42 ლარია. ისტორიულ მაქსიმუმს იხდის მოსახლეობა დიზელშიც, 2 ლარსა და 50 თეთრს.

ამ ფაქტს არაერთი ადამინი გამოეხმაურა. მათ შორის, ოზურგეთის საკრებულოს წევრი  “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

“მიშა, რომ ბენზინიდან 1ლარს  “გვპარავდა” ,  იმ დროს ბარელი ნავთობის ღირებულება 122$ იყო, ხოლო ბენზინს 2.20ლ ვყიდულობდით.
დღეს ბარელი ნავთობი 57$ ღირს, ბენზინის ღირებულება 2.50ლ შეადგენს.
საშოვარზე მოსული ქოცების საქართველო აქ არის” – წერს ქათამაძე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.