ოთხშაბათი, იანვარი 20, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ეკონომიკა

სახელმწიფოს ბიუჯეტი კორონას ჩრდილში – რა შემოვა და რას დავხარჯავთ

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/10/08
in ეკონომიკა, ყველა სიახლე
25 0
0
სახელმწიფოს ბიუჯეტი კორონას ჩრდილში – რა შემოვა და რას დავხარჯავთ
100
ნახვა
Share

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები და ყველაფერი კორონავირუსის მომავალ ქცევაზე თუ ვაქცინის მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტში არც ის ზიანია გათვალისწინებული, რაც კორონავირუსმა უკვე მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. მათთვის ამაზე საგადასახადო შემოსავლების ოპტიმისტური დაგეგმვაც მიუთითებს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის პროექტში ხელისუფლებას არც “ქამრების შემოჭერაზე” უფიქრია.

რა წერია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში? რას აკრიტიკებენ ხელისუფლების ოპონენტები? რას აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? როდისთვის აისახება საბიუჯეტო კანონში COVID 19-ის მიერ შექმნილი რეალობა?

შემოსავლების შესახებ

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს კორონამდელ პერიოდზე უფრო მაღალი შემოსავლის – 11 მილიარდ 285 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს (შემოსულობები სულ დაახლოებით 14 მილიარდ 760 მილიონი ლარია) . 2019 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია მოლოდინი საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც და 10 მილიარდ 450 მილიონი ლარის მიღება იგეგმება.

  • 2019 წელთან შედარებით გაზრდილია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელიც და ის თითქმის 3 მილიარდ 600 მილიონ ლარს უტოლდება;
  • გაზრდილია მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი და განისაზღვრება 935 მლნ ლარის ოდენობით;
  • გაზრდილია დამატებითი ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელიც და დაახლოებით 4 მილიარდ 347 მილიონ ლარს შეადგენს.

„რანაირად აპირებენ ამას კორონავირუსისგან გაჩერებული ეკონომიკის პირობებში?! ამ ტიპის გადასახადების მოცულობის ზრდა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი… ამჟამინდელი რეალობით კი, საწარმოები პირიქით იხურება, უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, კრიზისი ჯერ ისევ მძვინვარებს და უკვე ჩანს, რომ მომავალ წელზეც გადავა“ – ეუბნება რადიო თავისუფლებას “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.

ის ფიქრობს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტი “უკან არის გასაბრუნებელი” და მის განხილვას ამ ფორმით უბრალოდ აზრი არა აქვს – „ვიცი, რომ ეს ყველაფერი შესაბამისი მოდელის მიხედვით, ტრენდულად არის გათვლილი, მაგრამ პანდემიის ზეგავლენების ფონზე, ასეთი პროგნოზების ჩაწერა, ჩემი აზრით, მინიმუმ შეცდომაა“.

თუკი ვაქცინა მოგვისწრებს

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების დონეზე, 7 ოქტომბერს დაიწყო. ავტორი უწყება, ფინანსთა სამინისტრო არ მალავს, რომ კანონპროექტში შესაძლოა, ბევრი რამის შეცვლა გახდეს საჭირო და ეს დიდწილად სწორედ კორონავირუსის გამო მოხდება.

თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უთხრა დეპუტატებს, 7 ოქტომბერს გამართულ პირველ საკომიტეტო მოსმენაზე – უარყოფით რისკებთან ერთად, პოზიტიური მოლოდინიც არსებობს. მისი თქმით:

  • გეგმის ცვლილებისთვის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება „ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში“ და „იქნება თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი უმოკლეს პერიოდში“.
  • მაგრამ თუკი ვაქცინა წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა „ტურიზმის გაცილებით მაღალი ზრდა მივიღოთ“ და ეკონომიკა არათუ 5%-ით, არამედ შესაძლოა 6-7%-ითაც გაიზარდოს.

გადასახადების შემცირების გარეშე, ვალებით დამძიმებული საწარმოების ამუშავება უტოპიად მიაჩნიათ ოპოზიციაში.

„მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს გადასახადები, 2 მილიარდით უნდა შემცირდეს მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯები, უნდა გადაეცეს ქონება მთავრობისგან ხალხს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები… ეს ბიუჯეტი გახლავთ გაჭირვების, უმუშევრობის, სიღარიბისა და კარგად მცხოვრები მთავრობის ბიუჯეტი“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისა და „ქამრების შემოჭერის“ გარეშე ეკონომიკის ფაცოცხლება და მეტი შემოსავლის მიღება არც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია. როგორც პარტიის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე ამბობს – „ეს ბიუჯეტი გულარხეინად არის შედგენილი“ და ხელისუფლებამ ფუფუნებისთვის დასახარჯი ფული ვერ დათმო – „რა ქამრების შემოჭერა, რის ქამრების შემოჭერა“.

ხარჯების შესახებ

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, პროექტში გაზრდილია ბიუჯეტის ხარჯებიც და ის თითქმის 11 მილიარდ 563 მილიონ ლარს შეადგენს.

  • დაახლოებით 1 მილიარდ 607 მილიონ ლარამდეა „შრომის ანაზღაურებისთვის“ – რაც სახელფასო ანაზღაურების გარდა, სხვადასხვა სახის სარგოსაც გულისხმობს (დანამატს, ჰონორარს თუ კომპენსაციას).
  • თითქმის 1 მილიარდ 360 მილიონ ლარს უტოლდება დაგეგმილი ხარჯი სექციისთვის – „ საქონელი და მომსახურება „, რაც მათ შორის – საოფისე და სამივლინებო ხარჯებს გულისხმობს;
  • დაახლოებით 1 მილიარდ 751 მილიონ ლარამდეა გაზრდილი „სხვა ხარჯებიც“, რაც – მათ შორის, სხვადასხვა სახის მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს გულისხმობს.

რადიო თავისუფლების კონკრეტულ შეკითხვებს პარლამენტში უპასუხეს, რომ განმარტებები პროექტის კარგად შესწავლის შემდეგ გაკეთდება. თუმცა მანამდე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს პასუხობს – „უსაფუძვლო სპეკულაციები და სიცრუეა, რომ მთავრობას ეზრდება ხელფასები… ეს არის ტყუილი და ნურავინ ნუ შეიყვანს ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში“ .

როდის აირეკლება პანდემია ბიუჯეტის პროექტში?

უმრავლესობაში იციან, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა თალაკვაძის თქმით, ყველაფერი იქნება – „როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკისა და სოციალური მიმართულებით ჯერ კიდევ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამები ამ პირველ პროექტში არ არის მოცემული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამაზე და ასახული იქნება“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პროექტის დადებით ფაქტორებად გამოყოფენ ასევე შემდეგს:

  • ამჟამინდელი 4,9%-იანი კლების შემდეგ, პროექტი გათვლილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე;
  • პროექტში გათვალისწინებულია პენსიების დაგეგმილი ყოველწლიური ზრდა და ამ მიზნით 300 მილიონი ლარია გამოყოფილი;
  • გათვალისწინებულია ასევე ვალდებულებები მასწავლებლებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან დაკავშირებით;
  • პროექტში ასახულია მოსახლეობისთვის პანდემიის გამო დაპირებული კომპენსაციები, მათ შორის – კომუნალური გადასახადებისთვის;
  • ბიუჯეტში გათვალისწინებულია დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა და მიგრანტთა ხელშეწყობის ხარჯები;
  • მომავალ წელს დაიწყება საგარეო ვალების შემცირება;
  • 199 მილიონი ლარით იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროს დაფინანსება.

ვითარება, როცა პანდემიის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდას, არაადეკვატურ მიდგომად მიაჩნია რამაზ გერლიანს – „შეიძლება არ დაგვჭირდეს, მაგრამ ამ სექტორში სახელმწიფოს თადარიგი უნდა ჰქონდეს დაჭერილი“.

როგორც გერლიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯანდაცვის სექტორისთვის სულ მცირე 2 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება შეიძლებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციების საწვავის, საოფისე, სატელეფონო თუ სხვა მსგავსი ხარჯებიდან – „რთულ კრიზისში ვართ და პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს განისაზღვროს“.

პროექტის თანახმად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 663 მილიონი ლარით შემცირდა, 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით.

პარლამენტში ამბობენ, რომ განხილვების შემდეგ, მთავრობას ექნება ხარების დაზუსტებისა და განახლებული პროექტის ნოემბრის დასაწყისში, უკვე მომავალ პარლამენტში წარდგენის შესაძლებლობა. როგორც ბუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი – იმ დროისთვის კორონავირუსის პანდემიის შესაძლო ზეგავლენები უკვე აშკარა და გამოკვეთილი იქნება.

ლელა კუნჭულია
radiotavisupleba.ge

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!
საზოგადოება

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 20, 2021
0
134

ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და...

წაიკითხე მეტი
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
108
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
125
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021
119
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
159
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021

Recent News

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist