“სახელმწიფო მოხელემ, ჩინოვნიკმა 600 -700 ათასიანი კრედიტი როგორ უნდა გადაიხადოს, ეს ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია”

სახელმწიფო მოხელემ, ჩინოვნიკმა 600 -700 ათასიანი კრედიტი როგორ უნდა გადაიხადოს, ეს ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ, სადაც მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ  თავადაც გაღარიბდა და ჩინოვნიკებიც უნდა მიეჩვიონ იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა გამდიდრებას არ ნიშნავს.

„სახელმწიფო სამსახური ეს პატივია და არა გამდიდრების საშუალება, ამიტომ თეორიულად ვეთანხმები პრემიერს, როდესაც გაღარიბებაზე საუბრობს. მაგრამ გადახედოს თავის ჩინოვნიკებს, მინისტრებს, მოადგილეებს და სანამ მსგავსს განცხადებას გააკეთებს, ჯერ მათ დეკლარაციებს გაეცნოს და მათ დაუსვას კითხვები, რა საშუალებებით ფარავენ ამხელა სესხებს?! განსაკუთრებით ისინი, ვინც სულ სახელმწიფო სამსახურში მსახურობს“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.