სახელმწიფო, რომელიც ერთდროულად არის დამკვეთიც, შემმოწმებელიც და დამჯარიმებელიც სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე თვითონ აჯარიმებს კლინიკას – სად არის აქ სამართლიანობა?!

„ჩვენ  უნდა  გავითვალისწინოთ  ის,  რომ  სახელმწიფო  როდესაც  ერთდროულად  არის  დამკვეთიც, დამფინანსებელიც, შემმოწმებელიც და  შემდეგ დამაჯარიმებელიც, აქ  სასამართლო რგოლი  არ  მონაწილეობს. რაც არ უნდა ვთქვათ,  რომ  წინა  კანონშიც არაფერი შეცვლილა  და  ლიცენზიის  გაუქმების  უფლებაც  აქვთ  სასამართლოს  გარეშე – ეს ასე  არ არის“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

ლევან კობერიძის განმარტებით, კლინიკები ცდილობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდეთ ინტერაქცია და განხილვები. მათგან არც ერთი არ ეწინააღმდეგება თუნდაც  სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას და შემოწმებას, პირიქით კლინიკების ინტერესშიც შედის დამრღვევის გამოვლენა.

დეპუტატის თქმით, ინიცირებულ კანონში მთავარი 2 საკითხია – კლინიკისთვის საქმიანობის ნებართვის შეჩერება სასამართლოს ნებართვის გარეშე და ტექნიკური რეგლამენტი.

კანონში წერიარომ მუშაობის ნებართვის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს იმანრომ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესაქ ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ ასეთი მაგალითი, ვთქვათ შემმოწმებელი არის ცუდი განზრახვით და უნდარომ კლინიკა დასაჯოს. ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მისი ინტერპრეტაცია? მარეგულირებელი ჩათვლისრომ ესა თუ ის საკითხი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშიახოლო თუ კლინიკას ეს ასე არ მიაჩნია, მაშინ რა უნდა ვქნათ?  ეს  კომპეტენტური  ორგანო  თვითონვე  განსაზღვრავს ჯარიმის  ოდენობას, აჯარიმებს  კიდეც  და  იქვე  უფლებაც  აქვს,  რომ  ნებართვა  შეუჩეროს  სასამართლოს გარეშე,  მე  ვთვლი  რომ  ეს  სამართლებრივი  ურთიერთობების ვერანაირ  ჩარჩოებში  ვერ  ჯდება. სასამართლო ერევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული მხარე, ანუ სამედიცინო დაწესებულება ამ გადაწყვეტილებას გაასჩივრებს და მიმართავს სასამართლოს. რაც შეეხება გაუქმების შემთხვევაში სასამართლოს მონაწილეობას, აქაც გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი ნებარვის შეჩერების და არა გაუქმების თაობაზე. აქაც, გაუქმებული ლიცენზიის აღდგენა ბევრად რთული პროცედურაა, ვიდრე შეჩერებული ლიცენზიის ან ნებართვის თავიდან აღდგენა, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ამის ნებართვას მისცემს. ამდენად, არც აქამდე ყოფილა სასამართლოს მონაწილეობა ლიცენზიის გაუქმების საკითხში“, – განმარტავს კობერიძე.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ზუსტად  უნდა განისაზღვროს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშად. მისივე განმარტებით მესამე პუნქტი საქმიანობის შეჩერების ნებართვის განსაზღვრას ეხება  და აღნიშნა, რომ ზუსტად უნდა  გაიწეროს ეს საკითხი და კანონშივე ჩაიწეროს, რომ შეიქმნება ტექნიკური რეგლამენტის ჩარჩო შეჩერებასთან დაკავშირებით.

 

ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.