სახელმწიფო სმარტფონში: „ეს არის ძალიან დიდი რეფორმა,რომელიც სამწუხაროა, რომ დაგვასწრო უკრაინამ“

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც უახლეს სერვისს –  „სახელმწიფო სმარტფონში“ იყენებს. საუბარია, აპლიკაციაზე DIA, რომელიც სახელმწიფო მომსახურების ელექტრონულად მიღებას გულისხმობს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პროგრამის შესამუშავებლად ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა, პროცესს კი ნახევარი წელი დასჭირდა.

„სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანისთვის უბრალოდ მომსახურება, ხელმისაწვდომი და რაც ყველაზე მთავარია – მარტივი და გასაგები. უკრაინა ევროპის მესამე ქვეყანაა, რომელიც ამ სერვისს იყენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აპლიკაციის შესაქმნელად არცერთი გრივნა არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან“- ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლომდე უკრაინის მოქალაქეებს ციფულ პასპორტებთან ექნებათ წვდომა.

„სმარტფონის მეშვეობით უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ თავიანთი იდენტობის ელექტრონულად დადასტურებას სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებისას, სამედიცინო მოსახურებისას, საბანკო ოპერაციებისთვის და ასე შემდეგ“ – აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.  

ელექტრონული მმართველობის სისტემის საქართველოში დანერგვაზე, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნის მოსახლეობისთვის საჯარო სექტორთან კომუნიკაციის დროს, დიდი ხანია საუბრობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, რომელიც სამწუხაროა, რომ დაგვასწრო უკრაინამ. თუმცა, მე მაქვს ორი პროექტი, რომელიც არ განუხორციელებია არავის და იმედი მაქვს, რომ პირველად საქართველოში განვახორციელებთ. მოქალაქის და ბიზნესის ურთიერთობა სახელმწიფოსთან პირდაპირ სმარტფონის მეშევეობით უნდა ხდებოდეს, რომ არ უწევდეს ფიზიკური კონტაქტი საჯარო მოხელეებთან მოქალაქეს.  ეს არის იუსტიციის სახლის განვითარების შემდეგი ეტაპი.  ასევე, ეს პლატფორმა ინვესტიციების მოსაზიდად შეიძლება გამოვიყენოთ, რათა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეს შესაძლებლობა ინვესტორს განახორციელოს ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში და მიიღოს ნებისმიერი მომსახურება საქართველოს მხრიდან. რა კომპონენტიც აკლია ზელენსკის ინიციატივას, ეს არის კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდეს ასეთი ინვესტიციები.  მაგალითად, თუ სახელმწიფო აწვდის ინვესტორს სერვისს, რომ კომპანია დაარეგისტრიროს საქართველოში , ბანკმა დაუმატოს სერვისი ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ასეთი დაახლოებით 10-ამდე პროექტი გვაქვს, რომელიც სწრაფ განვითარებას მისცემს ქვეყანას.“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

 აღსანიშნავია, რომ  ამ ეტაპზე მსგავსი სერვისით  იაპონიაცაა დაინტერესებული.

მარიამ მორგოშია

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.