“სახლში გამოკეტილ თანამოქალაქეს შეუწყდება სასიცოცხლო რესურსის მიწოდება”

“4-25 მარტი, ბოლო ვადაა დენზე, წყალზე, დასუფთავებაზე მიმდინარე თვის დანახარჯის გადასახდელად.
კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების ჩამოწერის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილ, სახლში გამოკეტილ თანამოქალაქეს შეუწყდება სასიცოცხლო რესურსის მიწოდება.
ცნობისათვის: საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლება უფლებამოსილია კერძო კომპანიები დაავალდებულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებების შესასრულებლად.” – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის ” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.