“სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია”

,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ,,პალიტრა- ნიუსის” ეთერში ლარის კურსზე და გადასახადებზე საუბრობს:

ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა არაფერ კავშირშია მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემასთან. რაც ლარს დაემართა, არცერთ ვალუტას არ დამართნია.

ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ 40 მილიონი გამოიტანა ბაზარზე, მერე 60 მილიონი, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით და მცირედით გაამყარა ლარი. ანუ შედეგი ვერ მივიღეთ. მოსალოდნელია ლარი კიდევ უფრო დაეცეს, რაც შესაბამისად ფასების ზრდას გამოიწვევს. მაგალითისთვის მოვიყვან დიდ ბრიტანეთს, რომელსაც უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოვიდა ბრიტანეთის მთავრობა და გამოაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქისთვის ვინც ხელფასის გარეშე დარჩა, განურჩევლად კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში მომუშავისა, ყველას ხელფასის 80% აუნაზღაურებს. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ჩვენი ეკონომიკა დიდი ბრიტანეთისას შევადარო, მაგრამ მხოლოდ ბრიტანეთი არ არის ვინც საგანგებო პრევენციებს მიმართავს ეკონომიკური თვალსაზრისით. გამოდიან მთავრობები და აცხადებენ, რომ ყველანაირი სამთავრობო ხარჯებიდან ამცირებენ არააუცილებრლ ხარჯებს და ანაწილებენ ბიუჯეტს.

რას ვაკეთებთ ჩვენ? რას ეუბნება ჩვენი ხელისუფლება სახლში დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიური არსებობისთვის იბრძვიან? რამდენიმე დღის წინ მე საგანგებოდ მივმართე ხელისუფლებას, რომ ხალხს კომუნალური გადასახადები გადაუადდეს. ამ დროს გამოდის ერთერთი კომპანია და აცხადებს, რომ გადაუხდელობის გამო აბონენტებს გაზს ჩაუჭრის. ეს არ არის ნორმალური და სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე რეაგირება. დღეს, სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის, დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია. იმედი მაქვს ხელისუფლებას, იმედის მომცემი რეაქცია ექნება.”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.