სენატი რუსული გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს?

შეერთებული შტატების სენატს წარედგინა აქტი რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ბარასომ განაცხადა.

სენატორის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტით გათვალისწინებულია უკვე არსებული სანქციების დაზუსტება და გაფართოება.

კერძოდ, დაგეგმილია იმ კომპანიების სანქცირება, რომლებიც მილსადენზე მომუშავე გემებს სადაზღვევო და გადაზღვევის მომსახურებით უზრუნველყოფენ.

მანამდე სააგენტო Bloomberg-ი, კანონპროექტის დოკუმენტისა და მის კიდევ ერთ ავტორ სენატორ ტედ  კრუზზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ სერიოზული სანქციების ქვეშ მოექცევა ყველა, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს.

“მილსადენი კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებას და მისი მშენებლობა არ უნდა დასრულდეს”, – განაცხადა სენატორმა ტედ კრუზმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამუდმებით ცდილობს გვერდი აუაროს კონგრესის მიერ დაწესებულ სანქციებს.

რუსული გაზსადენის წინააღმდეგია ასევე, სანქციების კანონპროექტის თანაავტორი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც აცხადებს, რომ გაზსადენი საფრთხეს უქნის, როგორც უკრაინის, ასევე მთლიანად ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას.

რუსეთის გეგმით, გაზსადენის მშენებლობა 2020 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ გეგმის სისრულეში მოყვანა შეერთებული შტატების მიერ გასული წლის დეკემბერში დაწესებულმა სანქციებმა შეუძლებელი გახადა.

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი თავის მრავალწლიან ზრახვას, შეამციროს  ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანს სისრულეში.

ის ასევე გაივლის ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ ან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს.

https://ghn.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.