სენსაციური აღმოჩენა – იაპონელმა მეცნიერებმა დეპრესიის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის ჰერპესის მეექვსე ტიპი (საერთო ჯამში რვა ტიპია). მისი გადამტანი 100% ადამიანია და ვირუსი ორგანიზმში არსებობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მეექვსე ტიპის ჰერპესი სისხლშია, მაგრამ სტრესთან ერთად მისი რაოდენობა იზრდება და ის ნერწყვში ჩნდება, იწყებს ტვინში შეღწევას და აინფიცირებს მას. ტვინისა და ცხვირის ღრუს შორის ყნოსვითი ბოლქვი მდებარეობს. ვირუსი თავს ესხმის მას და შემდეგ გადადის ლატენტურ მდგომარეობაში. ეს ასე ხდება: ვირუსის გენი წარმოქმნის ცილას, SITH-1 პროტეინს, რომელსაც უჯრედებში კალციუმი გადააქვს. ამ მიკროელემენტის ჭარბი რაოდენობით მიღებით, უჯრედები იღუპებიან, ხოლო ყნოსვით ბოლქვში უჯრედების სიკვდილი, რომელიც ადამიანის ემოციებთან არის დაკავშირებული, გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე. როდესაც ტვინის რეაქცია გარე პათოგენებზე გადაჭარბებულია, იწყება დეპრესია. SITH-1 პროტეინის გამოვლენის დროს, დეპრესიის რისკი 12-ჯერ იზრდება, ხაზგასმით აღნიშნავს კაზუჰირო კონდო, ძიჰეის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. SITH-1-ის არსებობა დაფიქსირდა დადასტურებულია დეპრესიის მქონე ადამიანების 80%-ში.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ SITH-1 პროტეინი ვერ ახდენს კალციუმის უჯრედში თავისით გადატანას, რისთვისაც საჭიროა კიდევ ერთი პროტეინი, CAML. ისინი ერთად ქმნიან ნაერთს, რომელიც აგზავნის ელემენტის ზედმეტ დოზებს. ამ შემთხვევაში, სხეული ცდილობს იბრძოლოს, რის შედეგადაც სისხლში ანტისხეულები ჩნდება.

ახლა იმის გასარკევად, თუ რამდენად მაღალია დეპრესიის რისკი, სისხლის ტესტირებაა საჭირო და ციფრების გამოყენებით დგინდება პაციენტის დეპრესიული მდგომარეობა. ანალიზმა უნდა აჩვენოს პროტეინის დადებითი რეაქცია. ჯანმრთელ ადამიანში ანტისხეულების კონცენტრაცია SITH-1–ზე დაახლოებით 2-4 ერთეულია, ხოლო დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანის შემთხვევაში, იგი 20-ზე მაღალი იქნება.

ადრე დეპრესია არ ითვლებოდა დაავადებად, ამბობს პროფესორი კონდო. მაგრამ ახლა იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს მისი წარმოშობის მიზეზი და დეპრესიის სამკურნალოდ მედიკამენტის შექმნას გეგმავენ.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.