სენსაციური გამოგონება – „თარჯიმანი“ პირბადე თქვენს საუბარს 8 ენაზე გადათარგმნის

სენსაციური გამოგონება - „თარჯიმანი“ პირბადე თქვენს საუბარს 8 ენაზე გადათარგმნის
 
კორონავირუსის პანდემიის დროს ნიღბის ტარება თითოეული ჩვენგანისთვის ყოველდღიურობა გახდა. სწორედ დამცავი ნიღბები გახდა იაპონური სტარტაპის, Donut Robotics-ის ინსპირაციის წყარო. Donut Robotics-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ნიღაბი პლასტმასისა და სილიკონისგანაა დამზადებული და მისი გამოყენება მომხმარებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის. ნიღაბზე მიკროფონია განთავსებული, რომელიც ბლუთუზის დახმარებით მობილურ ტელეფონს უკავშირდება. ნიღაბს თარგმნა ინგლისურად, იაპონურად, ჩინურად, კორეულად, ვიეტნამურად, ინდონეზიურად, ესპანურად და ფრანგულად შეუძლია. ნიღბები გაყიდვაში 2021 წლიდან ჩაეშვება. რაც შეეხება ფასს, ნიღბი 40-დან 400-დოლარამდე ეღირება.
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.