სენსაციური ინფორმაცია IQ-ზე – მსოფლიოში 10 ყველაზე ინტელექტუალი ადამიანი

IQ (intelligence quotient), ანუ  ინტელექტის კოეფიციენტი ტესტების მეშვეობით დგინდება. 85-დან 115-მდე კოეფიციენტი საშუალო ინტელექტის ნიშანია, რაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას ახასიათებს. 75-ის ქვემოთ აიქიუ (IQ ) გონებაშეზღუდულობის ნიშანია, ხოლო 125-დან ზემოთ კოეფიციენტი, ადამიანის მაღალ ინტელექტზე მეტყველებს.

წარმოგიდგენთ  მსოფლიოს 10 ყველაზე ინტელექტუალ ადამიანს, რომელთა გონებრივი მონაცემების კოეფიციენტებიც ყველა მოლოდინს აჭარბებს.

 10, სტეფან ჰოკინგი, IQ 160

n

ინგლისელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი. ცნობილი გახდა წიგნით „ დროის მოკლე ისტორია“. მისი თეორია კოსმოსური შავი ხვრელების შესახებ და დიდი აფეთქების თეორიის კიდევ უფრო განვრცობა ჰოკინგის პოპულარობის გარანტად იქცა. მისი წიგნი მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა.

9, ალბერტ აინშტაინი, IQ 160-190

355142

აინშტაინის აიქიუს ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები 160-190-ია.  ბირთვული ფიზიკით და რეალობის თეორიით ცნობილი აინშტაინი 1879 წელს დაიბადა გერმანიაში.

8, ჯუდით პოლგარი, IQ 170

Judit-Polgar

ჭადრაკი ოდითგანვე ინტელექტუალურ თამაშად მიიჩნეოდა. როგორც წესი, ჭადრაკის მოთამაშეები გამოირჩევიან ინტელექტის მაღალი დონით. ჯუდიტ პოლგარი ყველა დროის ყველაზე მაგარი ქალი მოჭადრაკეა. მან 15 წლის ასაკიდან გამოავლინა უნიკალური ნიჭი. გარი კასპაროვს მოუგო ჭადრაკის თამაშში და პირველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ნომერ 1 ადგილი აიღო ამ თამაშში.

7, ლეონარდო და ვინჩი- IQ 180-190

leonardo-da-vinci

ექსპერტების გამოთვლით, მისი აქიუ 180-190-ია. და ვინჩის ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარჯზე მუსიკა, ფერწერა, ქანდაკება, მათემატიკა, ინჟინერია, გეოლოგია, კარტოგრაფია  და სხვა შეიქმნა.

6, მერილინ ვოს სავატი- IQ 190

marilyn-vos-savant

მას მეტსახელად გენიოსს უწოდებენ. ის 1946 წელს დაიბადა, ხოლო 1980 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც იმ პერიოდში მსოფლიოში ყველაზე მაღალი აიქიუს მფლობელი. მოგვიანებით, ის გახდა საავტორო სვეტის ავტორი „ჰკითხეთ მერილინს“, სადაც მკითხველს დასმულ შეკითხვებზე პასუხობდა, უმეტესად მათემატიკის სფეროში. ის დღესაც ამ საქმიანობას განაგრძობს.

5, გარი კასპაროვი- IQ 194

garry-kasparov

გარი კასპაროვი რუსი მოჭადრაკეა, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთ საუკეთესო მოთამაშეს უწოდებენ. 228 შემთხვევიდან 225-ჯერ კასპაროვმა ჭადრაკში მსოფლიო პირველობა  მოიგო.

4, კიმ უნგ იანგ- IQ 210

kim-ung-yong

ის დაიბადა 1963 წელს სამხრეთ კორეაში. ლაპარაკი 6 თვის ასაკში დაიწყო. 3 წლის ასაკში მან უკვე იცოდა ინგლისური, კორეული, იაპონური და გერმანული ენები. ის შტატებში წავიდა სასწავლებლად და მოგვიანებით ნასაში დაიწყო მუშაობა. შემდეგ ის დაუბრუნდა სამშობლოს და მუშაობა მასწავლებლად დაიწყო. დღემდე ასე გრძელდება. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევანი რომ ჰქონდეს, საშუალო აიქიუთი ნორმალურ ცხოვრებას აირჩევდა.

3, კრისტოფერ ჰირატა- IQ 225

Christohper-Hirata

მან 13 წლის ასაკში მოიგო ამერიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ფიზიკის დარგში. კალიფორნიის ინსტიტუტში 14 წლის ასაკში შევიდა. ის დღემდე ამ უნივერსიტეტში ასტროფიზიკას ასწავლის.

2, ტერენს ტაო-IQ  225-230

terence-tao

ის ავსტრალიელი მათემატიკოსია, რადგან მისი მშობლები ემიგრანტად წავიდნენ ჰონგ კონგიდან ავსტრალიაში. ტერენსმა სახელი გაითქვა მათემატიკურ ოლიმპიადებში ხშირი გამარჯვებით. ის კალიფორნიის უნივერსიტეტში ასწავლის.

1, უილიამ ჯეიმს სიდისი – IQ 250 – 300

william-james-sidis

ამ ადამიანის ზუსტი აიქიუ უცნობია, მაგრამ ექსპერტები მის ინტელექტს 250-დან 300-მდე აფასებენ. რატომ მიიღო მან ასეთი მაღალი შეფასება? ის დაიბადა 1898 წელს. ჰარვარდის უნივერსიტეტში 11 წლისამ ჩააბარა, სადაც  სწავლობდა მათემატიკას. ამიტომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ასაკში მოხვდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ ის ლექტორი გახდა იმავე უნივერსიტეტში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასზე ასაკით უფროსი სტუდენტები ვერ უსმენდენ, ვერ აღიქვამდნენ დამაჯერებლად. ამავდროულად, უილიამის მაღალი ინტელექტი არ აძლევდა საშუალებას ადამიანებთან მჭიდრო მეგობრობა დაემყარებინა. მისი გენიალურობის და უმაღლესი ინტელექტის გამო, მის მიმართ  როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე მთავრობიდან მუდმივი მოთხოვნა არსებობდა. ის 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

metronome.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია