სესიაშვილი: მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ – ივანიშვილის ხელისუფლების მკვლელობის დამალვის მცდელობა?

მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ – ​თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, ამ საქმეზე სახელმწიფომ უკვე ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება.

„ცხადია, მე ამ სამართლებრივ-საპროცესო საკითხებს ვერ შევაფასებ იმდენად, რამდენადაც ეს არის ერთი მხრივ საგამოძიებო პროცესი და მეორე მხრივ არის დაცვის მხარე, რომელსაც თავისი ინტეერესები აქვს. ამიტომ, ჩემი მხრიდან რაიმე შეფასება არასწორი იქნება“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის საკითხზე აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  მიმართოს.

ამასთან, სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა. სესიაშვილის თქმით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან სწორმა და დროულმა მოქმედებამ ქვეყანას სერიოზული საფრთხე თავიდან ააცილა.

„ვფიქრობ, სახელმწიფომ ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება, თავად ბერი სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მე მაქვს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია, ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია, მათ შორის, ვინ რა ფორმით, როგორ მონაწილეობდა და სახელმწიფომ რა რეაქცია მოახდინა. კიდევ ერთხელ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან სწორმა და დროულმა მოქმედებამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს ააცილა. რაც შეეხება ამ გამოძიებას, სახელმწიფომ ჩაატარა გამოძიება, თავისთავად ცხადია, მე მისი გამოძიების მიმართ და შესაბამისი დასკვნების მიმართ მაქვს სრული ნდობა. დანარჩენი, თუ ვინმეს აქვს კითხვები, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს“ , – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.