სიღარიბე და შიმშილი საქართველოში – “იუნისეფის” კვლევის მორიგი მძიმე შედეგები

საქართველოში ცხოვრების დონე დაეცა – სიღარიბეს “იუნისეფი” ციფრებით ადასტურებს.

2019 წლის მონაცემებით, გასული რვა წლის განმავლობაში: 

  • ოჯახების 70%-ის პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი მინიმუმ ერთხელ მაინც იყო საარსებო მინიმუმზე დაბალი;
  • 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების 27% ღებულობდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას;
  • სოფლად, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40%-ს ჰქონია სიცხე, თუმცა არ მიუყვანიათ ექიმთან;
  • უღარიბესი 20% ოჯახების 20% ბავშვბი არ დადიან სკოლაში;
  • ბავშვების 44%-ს არ აქვს საბავშვო წიგნები, 12% კი თვითნაკეთი სათამაშოებით თამაშობს.

ასეთი მძიმე დასკვნის მიუხედავად, პრემიერი გახარია დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.

“იუნისეფის” კვლევას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. სწორედ ამ ორგანიზაციის 2017 წლის კვლევა გახდა ოფიციალური მიზეზით პრემერი გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების საფუძველი. ორი წლის წინანადელ დასკვნაშიც საქართველოში არსებულ სიღარიბეზე და ბავშვთა შიმშილზე იყო საუბარი. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.