სკანდალი: გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობის მიზეზი გაირკვა – აი, რა მოხდა მთის კურორტებზე…

გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობის მიზეზი რეზერვუარებიდან წყლის ხელოვნური გათოვლიანებისათვის გამოყენება გახდა. 

პრესა.ჯის ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, გუდაურსა და ბაკურიანში რეზერვუარებში არსებული წყალი ხელოვნური გათოვლიანებისათვის გამოიყენეს იმ გათვლით რომ ნალექი მოვიდოდა და მარაგები კვლავ შეივსებოდა. 

კერძოდ, მთის კურორტებზე მოქმედებს იტალიური კომპანიის მიერ დამონტაჟებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც დიდი ოდენობით წყალს მოიხმარს. 

ეს სისტემა მაშინ გამოიყენება, როდესაც სათხილამურო ტრასებზე საკმარისი თოვლი არ არის და მისი დამატების აუცილებლობა იქმნება. 

ხელოვნური გათოვლიანების სისტემები გუდაურსა და ბაკურიანში წლების განმავლობაში მონტაჟდებოდა. მისი მიზანი სეზონის გახანგრძლივებაა. 

ამ სისტემას ყოველ წელს იყენებენ, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა, გუდაურსა და ბაკურიანში, ხელოვნური გათოვლიანების მიზნით, ვიზიტორებისათვის განკუთვმნილ რეზერვუარებში არსებული წყლის მარაგი გამოიყენეს.

სწორედ ამით აიხსნება ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც ერთდროულად შეიქმნა გუდაურსა და ბაკურიანში. 

ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მუშაობისათვის აუცილებელია დიდი რაოდენობით წყალი. 

სისტემა, რომელიც მრავალი მილიონი ღირს, მინუს გრადუსში მუშაობს. 

ხელოვნური გათოვლიანება კი სპეციალური “თოფების” მიერ წყლის ჰაერში აფრქვევით ხდება, რომელიც უკან თოვლის სახით ბრუნდება. 

შეგახსენებთ რომ თითქმის ერთი კვირაა გუდაურიდან და ბაკურიანიდან ტურისტები გარბიან. 

მიზეზი საშინელი ანტისანიტარია და უწყლობაა. 

დამსვენებლებს წყალი არ აქვთ სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებამ მარაგები ხელოვნურ გათოვლიანებას მოახმარა და ვერ გათვალა რომ მის შესავსებად საკმარისი ნალექის მოსვლა მოსალოდნელი არ იყო.

მართალია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწყლობას  ტურისტების გაზრდილ ნაკადს უკავშირებს, თუმცა, ერთდროულად, გუდაურსა და ბაკურიანში შექმნილი წყლის კრიზისი არა ვიზიტორების რაოდენობის, არამედ, ხელისუფლების დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია. 

იმ დროს კი, როდესაც ხელისუფლების ცუდი მუშაობით მთის კურორტებზე, ფაქტობრივად, სეზონი ჩავარდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ათასობით ადამიანი, არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი “ინსტაგრამზე” წერს რომ მისი ფიქრები და ლოცვა ავტრალიაში მძვინვარე ხანძრებზეა. 

ბერა, რომლის მამაც საქართველოს ტყეებს მიზანმიმართულად და უცნაური აკვიატების გამო ანადგურებს, ბრაზილიის შემდეგ, ავსტრალიის ხანძრებზე დარდობს. 

“ამჟამად ვეძებ დახმარებისა და პროცესში მონაწილეობის გზებს. იქამდე კი მოდით გავზარდოთ გაცნობიერებულობა – გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს „სთორიში“ – წერს სიღარიბისა და მოშიმშილე ბავშვების ქვეყნის “პრინცი”, ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძრების თაობაზე.

მაია ქართველიშვილი

https://presa.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.