სკანდალი: ივანიშვილ-კალაძის ბანკი მილიონობით ლარის საეჭვო სესხს გასცემდა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკი“ მილიონობით ლარის საეჭვო სესხს გასცემდა.
“თი ბი სი ბანკის” დამფუძნებელმა ეროვნული ბანკის კობა გვენეტაძეს მოუწოდა “კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა” და ამ ტრანზაქციებს შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა”.

დღეს ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც უპასუხა, რომ ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით ცრუობდა.

„მე უკვე რამდენიმე თვეა აღარ წარმოვადგენ „თიბისი ბანკს”. ის დოკუმენტაცია არსებობს ეროვნულ ბანკში. ის ტრანზაქციები, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა. მე მგონი კითხვები არის საკმაოდ ლეგიტიმური და სერიოზული. კითხვა იქიდან იწყება, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა. მე მათგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და არავისკენ ხელი არ გამიშვერია. ვთქვი, რომ თუ საქართველოში გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება, რაც ამ მთავრობის პირობებში არ მოხდება, საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხი გამომზეურდეს. კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა” და ამ ტრანზაქციების შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვემოთ, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა და თუ არ უყურებდა, რატომ არ უყურებდა? თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ყველაფერი ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. ესაა მოთხოვნა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.