სომხეთი – 136, აზერბაიჯანი – 44, საქართველო – 43 ინფიცირებული – კავკასიის რეგიონის კორონავირუსული სტატისტიკა

სომხეთი – 136, აზერბაიჯანი – 44, საქართველო – 43 ინფიცირებული – ასეთია აზიიდან ევროპაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის სტატისტიკა კავკასიის რეგიონში.

ვირუსის ყველაზე მეტი ინფიცირებული სომხეთში დაფიქსირდა. 136 ფაქტიდან 14 ახალი შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, მეზობელ სომხეთში 1 ადამიანია გამოჯანმრთელებული, გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, კრიტიკულ სიტუაციაში კი, 2 ადამიანი იმყოფება. ორშაბათს, 16 მარტს სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს დადასტურდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგი აზერბაიჯანია. აქ კორონავირუსი 44 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 7 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით, საქართველო ბოლო ადგილზეა. დღევანდელი მონაცემებით, ვირუსი 43 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი, გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებული არაა.

საქართველოში კორონავირუსი პირველად, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს 26 თებერვალს დაუდასტურდა. კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანას, “COVID-19”-ის გავრცელების თვალსაზრისით, მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა აკრძალული აქვს.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსი სულ 182 ქვეყანაშია გავრცელებული. სულ ინფიცირების 246,020 შემთხვევა დადასტურებული, 10,049 გარდაიცვალა, 88,483 კი გამოჯანმრთელდა.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.