სომხური მედია – სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეკრულება გააუქმა

სომხური ტელეკომპანია Yerkir-ის ინფორმაციით, სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეკრულება გააუქმა. მხარეებს შორის შეთანხმება 2009 წელს, ციურიხში გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ სომხურ-თურქული პროტოკოლები გაუქმებულია“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვლადიმირ ჰაკობიანმა.

თურქეთის მთავრობამ პროტოკოლის რატიფიკაციაზე უარი განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ სომხეთმა თავდაპირველად ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოაგვაროს.

სომხურ-თურქულ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ახდენს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური სომხების მასობრივი ხოცვის ფაქტი. სომხეთი თურქეთისგან გენოციდის აღიარებას ითხოვს, თუმცა ანკარა გენოციდის ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი სომხებთან ერთად თურქებიც იყვნენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.