სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ შემწეობის მიღება აღარ შეუწყდებათ

„სოციალური დახმარების შესახებ“ დადგენილებაშიცვლილება შედის. დადგენილების თანახმად, დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახისწევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში,საარსებო შემწეობის გაცემა აღარ შეჩერდება. დადგენილება საკანონმდებლომაცნეში გამოქვეყნდა.

„2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების -ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგანმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციისმონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა,ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით.

თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმებისშედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდანგამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესითდადგენილ ზღვრულ ოდენობას, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში,სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალურიფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემულისაარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.