“სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30-ლარიან კვების ვაუჩერს და 20 ლარს მიიღებენ”

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დახმარების 50 ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30 ლარიან კვების ვაუჩერს, ხოლო თანხის სახით 20 ლარის მიიღებენ. სერგეენკოს თქმით, საუბარია 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე. მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„პროექტის განხორციელება დაიწყება პირველი იანვრიდან. 2017 წელს ჩატარდა კვლევა და რომ არ ყოფილიყო 10-ლარიანი დახმარება, რომელიც გავააქტიურეთ 2015 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზრდებოდა 6,85%-დან 13,1%-მდე. 10-მა ლარმა შეამცირა სიღარიბის მაჩვენებლის გაორმაგება. ახლა ძალაში შევა 50-ლარიანი დახმარება. გამიჭირდება გითხრათ, რა პროცენტულ ზეგავლენას იქონიებს ეს სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ 10 ლარმა თუ შეამცირა, 50 ლარს უფრო მეტი გავლენა ექნება“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.