სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა პირად მცველთა სპეციალური კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან კოორდინირებულად მომზადდა.

მათვე ინფორმაციით, კურსი დღეს საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. მსმენელებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა უმაღლეს პირთა დაცვის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია მიიღეს, პირადი მცველის პროფესიული უნარები განავითარეს და პრაქტიკული მეცადინეობები შეასრულეს. ისინი ინდივიდუალური მცველის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებსაც გაეცნენ.

კურსის ფარგლებში მსმენელები დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით, ავტომობილისა და ოთახების დათვალიერების ტექნიკას დაეუფლნენ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ავტორი – ლიკა ხურციძე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.