სროლა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე – სამართალდამცველებმა ტყვიის 9 მასრა ამოიღეს

მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ადგილზე კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის 9 მასრა ამოიღეს – ამის შესახებ “პირველ რადიოს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლისას არავინ დაშავებულა. ამ წუთებში კი გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია