„სტატისტიკის სამსახური მონაცემებს აყალბებს“

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოს სტატისტიკის სამსახური აყალბებს მონაცემებს. ამას ხსნის ე.წ. ახალი მეთოდილოგიით წინა წლების მაჩვენებლების გადაანგარიშებით. ასე მოხდა ინვესტიციების, მიგრაციისა და სხვა მაჩვენებლების კორექტირებისას. ახლა ჯერი მთლიან შიდა პროდუქტზე მიდგა. ძველი მეთოდოლოგიით 2018 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, დოლარებში გამოსახული, მხოლოდ 351 მილიონი დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს, ახალი მეთოდოლოგიით კი 1,1 მილიარდი დოლარით მეტია.

ე.წ. ”ახალი მეთოდოლოგით” ყველა მაჩვენებელი, მათ შორის მშპ ისე განიცდის კორექტირებას, რომ წინა ხელისუფლების მონაცემები გამოვიდეს უარესი.

სტატისტიკის კორექტირებამ ახალი, ”რეგიონული ” დატვირთვაც შეიძინა, რომლის შინაარსი ასეთია: ”დავეწიოთ და გავუსწროთ სომხეთს”. ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი მეზობლების სიხარული, 2019 წელს ”ახალი მეთოდოლოგიით” კვლავ გავასწრებთ სომხეთს.

მეთოდოლოგია იყოს, თორემ ლუქსემბურგსაც გადავასწრებთ” – წერს რომან გოცირიძე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.