სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენთვის ახლო პარტნიორს წარმოადგენს და ჩვენ მასთან აქტიურად ვმუშაობთ

იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, კომენტარი გააკეთა საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ. მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო მადლობას უხდის საქართველოს გაწეული დახმარებისთვის და ის მხარს უჭერს ქვეყანას რეფორმების განახორციელების ძალისხმევაში.

სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის. მისი თქმით, ნატოს იქ ისეთი მოკავშირეები ჰყავს, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე პარტნიორები-საქართველო და უკრაინა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და რომ ნატო ამ თემაზე თანამშროლობს უკრაინასთან.

საქართველოს შესახებ კი მან თქვა: “საქართველო ჩვენთვის ახლო პარტნიორს წარმოადგენს და ჩვენ მასთან აქტიურად ვმუშაობთ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს მცდელობას განახორციელოს რეფორმები და მადლობას უხდის ალიანსისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დამთავრებული, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო.”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.