სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის უნიკალური პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე” – სასკოლო ფორმატის მეორე სეზონის ფინალი (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძეს გადაწყვეტილებით ფაკულტეტის პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” სასკოლო ფორმატის მეორე სეზონის ფინალური იმიტირებული პროცესი გაიმართა ულამაზეს გარემოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც სკოლის მოსწავლეებმა შეაფასეს ედუარდ შევარდნაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი,
რექტორის მრჩეველი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სოც.მეცნიერებების დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი.
მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორს ზურაბ გვიშიანს და ჩვენს მეგობარს ლევან ფიფიას, პროცესის ორგანიზებისათვის.
მიმაჩნია რომ ამ პროექტით კეთდება საქვეყნო საქმე, რომლის შემოქმედია პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი და პროექტის მენეჯერი ნინო ოდიშელიძე.
წარმატებები ჩვენს პროექტს.

წერს სოციალურ ქსელში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანი: ირაკლი გაბისონია

 

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.