სუსი: რუსული საოკუპაციო ძალების აქტივობა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას

ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას. ამის შესახებ სუსის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომელიც დღეს პარლამენტში შევიდა.

უწყების ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს. ზემოაღნიშნულ სამხედრო ბაზებზე ასევე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება.

„საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოებდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც გამოიხატებოდა როგორც მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით. საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დინამიკამ მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.