სხვებს შეფარულ “ნაცებს” ეძახით და აგერ, შეუფარავი “ნაცი” გაგიშანშალეს მინისტრის მოადგილედ, თან ზედ არჩევნების მეორე ტურის წინ

მიხეილ ნინუას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნას ასე ეხმაურება ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი:

 

„ეს კაცი იყო მიშას “შნირი”.

აი, ღამის 3  საათზე, ბიზნემენები რომ “სჩუქნიდნენ” ქონებას სახელწიფოს,

კვირა დღეს, პატიმრები სახლებს რომ უფორმებდნენ ნოტარიუსით  სახელმწიფოს,

 ეს ნინუა “აპრავებდა”  მაგ საქმეებს. მაშინ  ეკონომიკის მინისტის მოადგილე იყო

და არა ერთი  ეგეთი “საჩუქარი” გადაიბარა და დასვა  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე.

 ბევრს ეგეთ საქმეშია ამის ხელმოწერა.

ამ კაცს, იმ დროს ერთი  კითხვა არ გასჩენია, რატომ სჩუქნიდნენ შუაღამისას სახელმწიფოდ  ბიზნესმენები ქონებას და ციხეებში პატიმრების მიერ  გადაფორმებულ ქონება, ნოტარიუსები  რაღა კვირა დღეს ამოწმებდნენ და ყველა კვირაობით  რატომ დარბოდა ციხეში?  არადა, ყველა ეგეთ დოკუმენტს ამის ხელში აქვს გავლილი და ერთი შეუსაბამობა ვერ აღმოაჩინა? .

თქვე ჩემისებო, სხვებს  შეფარულ “ნაცებს” ეძახით და აგერ, შეუფარავი და კრისტალური  “ნაცი” გაგიშანშალეს მინისტრის მოადგილედ, თან  ზედ არჩევნების მეორე ტურის წინ.

ეს დედაარღნიანი, გააპროტესტეთ და დაგმეთ მაინც !  

ამის მერე კიდევ დაიწყებთ ყვირილს. “ნაცები” ბრუნდებიან და არიქა, მეორე ტურში  სალომეს მიეცით ხმაო.

“ნაცები” კი არ ბრუნდებიან, ბიძინა აბრუნებს და მე როგორ შევაჩერო?

ჩემი ერთი ხმა უშველის მაგ საქმეს?

რაღაც არა მგონია“ – წერს ლევან ჯავახიშვილი.

alia.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.